Search
ან
ყველის სოუსი

ვაგრძელებთ საბაზისო სოუსების რეცეპტების სერიას. ამჯერად, ყველის სოუსის მომზადებას ვისწავლით! იგი იდეალურია პასტასთან ან მობრაწულ ყვავილოვან კომპოსტოსთან. შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა კასეროლეს ცხობის დროს, ჩვეულებრივი ყველის ნაცვლად. 

ინგრედიენტები:

500 მლ. რძე 

4 ჩ.კ. ფქვილი 

50 გრ. კარაქი 

100 გრ. ყველი (50 გრ. ჩედარი, 50 გრ. ობიანი ყველი) 

მომზადების წესი:

დაასხით ქვაბში რძე. დაუმატეთ კარაქი და ფქვილი. დაადგით ცეცხლზე და გაუჩერებლად ურიეთ. ადუღებისას, მასა დაიწყებს შესქელებას. ზუსტად ამ დროს უნდა დაამატოთ გახეხილი ყველი და ურიოთ, სანამ მასა გახდება ერთგვაროვანი. 

 

 

თეგები

ექსპერტის რჩევები