Search
ან
ქათამი ტარხუნისა და ნაღების სოუსით

მარტივი და გემრიელი ვახშამი - ქათამი ტარხუნის სოუსით, რომლის მოსამზადებლად მაქსიმუმ 1 საათი დაგჭირდებათ.

ინგრედიენტები:

70 გრ.  კარაქი

1 ს.კ. ზეითუნის ზეთი

1 ქათამი (დაჭრილი)

2 ხახვი

120 მლ. თეთრი მშრალი ღვინო

რამდენიმე ღერო ტარხუნა

სოუსი:

20 გრამი კარაქი

5-5 გრამი დაკეპილი ოხრახუში, ტარხუნა, კამა

რამდენიმე ღერო ქონდარი და ბეგქონდარა

175 მლ. ნაღები

მომზადების წესი:

გაალთვეთ კარაქი, ჩაასხით საცხობ ჭურჭელში, დაუმატეთ ზეითუნის ზეთი, წაუსვით ქათმის ნაჭრებს მარილი გამოაცხვეთ. როდესაც კანი გაოქროსფერდება, დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, თეთრი ღვინო და ტარხუნა. დატოვეთ ღუმელში დაახლოებით 5 წუთი, შემდგომ კი გამოიღეთ, გადადეთ ქათამი გვერდზე და დაადგით დარჩენილი წვენი ტაფაზე. ამოიღეთ ტარხუნის ღეროები, დაამატეთ კარაქი, შემდგომ კი წვრილად დაჭრილი მწვანილი.  დაასხით ნაღები და ურიეთ მასის გაერთიანებამდე. დაამატეთ მარილი გემოვნებით.

გადადეთ ქათამი ღრმა ჭურჭელში, მოასხით სოუსი. 

ექსპერტის რჩევები