Search
ან
ოსპი

ოსპი ერთ-ერთი ყველაზე ძველი კულტურული მცენარეა. მისი არაერთი ჯიში არსებობს, თუმცა ყველაზე გავრცელებულია ყავისფერი, წითელი და პიუი (მუქი, მოშავო ფერის). წითელი ოსპის მოხარშვას დაახლოებით 10-15 წუთი სჭირდება, ამიტომ მისი გამოყენება საკმაოდ კომფორტულია. ყავისფერი ჯიში საკმაოდ გავრცელებულია ამერიკაში - უმეტესად სხვადასხვა სახის წვნიანს ამზადებენ. ყველაზე პოპულარული ჯიში კი პიუია, რომელსაც ასევე ფრანგულს უწოდებენ, რადგან ზუსტად იმ ქალაქის სახელს ატარებს, სადაც პირველად გამოიყვანეს მოცემული სახეობა. მის მომზადებას ოდნავ მეტი დრო სჭირდება, თუმცა ინარჩუნებს ფორმას და აქვს საკმაოდ უცნაური, ოდნავ ცხარე გემო. უმეტესად სალათებისთვის იყენებენ.

ოსპი შეიცავს A, B და C ჯგუფის ვიტამინებს. აგრეთვე უჯრედისებს, ცილას, ნახშირწყლებს, ფლავონოიდებს, ფოლიუმის მჟავას. მიკროელემენტებს: კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, თუთიას, რკინას, ფოსფორს. 100 გრამი შეიცავს დაახლოებით 115 კალორიას, თუმცა აღსანიშნავია, რომ პროდუქტის შემადგენლობაში არ შედის ცხიმი. 

ექსპერტის რჩევები