ყაბაყის სასარგებლო თვისებებზე არაერთხელ გვილაპარაკია. ჩვენი შეფები განსაკუთრებული მოწიწებით ექცევიან ამ პროდუქტს. ყაბაყის კოტლეტები მარტივი და გემრიელი კერძია.
ინგრედიენტები:
1 კვერცხი
400 გრ. მაწონი
500 გრ. ფქვილი
2 ყაბაყი
1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
მომზადების წესი:
შეურიეთ ერთმანეთს კვერცხი, მაწონი, ფქვილი და გამაფხვიერებელი. ცომი არ უნდა იყოს ძალიან თხევადი. დაამატეთ გახეხილი ყაბაყი, მარილი და პილპილი.
შეწვით ზეითუნის ზეთში.
მიირთვით არაჟანთან ერთად.