კარგად ავთქვიფოთ კვერცხი და 250 გრ. შაქარი.
მაწონს დავუმატოთ სოდა და გამაფხვიერებელი, მოვურიოთ და რომ აფუვდება, შევურიოთ კვერცხს. დავამატოთ შერბილებული კარაქი და ფქვილი.
საფეხური 2
ატამი გავრეცხოთ და გავთალოთ, დავჭრათ კუბებად და დარჩენილ შაქართან ერთად მოვათავსოთ მეტალის ჭურჭელში. ვადუღოთ 15 წუთის განმავლობაში. შევაგრილოთ და მოვათავსოთ გამოსაცხობი ფორმის ძირში. ზემოდან დავამატოთ ცომი.