Search
ან
ხაჭაპური
ხაჭაპური
საფეხური 1 მოვამზადოთ ცომი
საფეხური 2 შიგთავსის მომზადება
საფეხური 3 გამოცხობა
საფეხური 4 END
30-60 წუთი
საშუალო
მძიმე
500+ კკალ

მოვამზადოთ ცომი: წყალს შევურიოთ საფუარი, შაქარი და მარილი, ნელ-ნელა დავუმატოთ ფქვილი და კარგად ავურიოთ, დავამატოთ მზესუმზირის ზეთი და მოვზილოთ ცომი. გადავაფაროთ სუფთა ტილო და დავდგათ თბილ ადგილას 30 წუთით, რომ ცომი ამოვიდეს.

გავხეხოთ ყველი, შევაზილოთ ცოტა ფქვილი და დავამრგვალოთ. ცომს მოვაჭრათ ერთი ხაჭაპურისთვის საკმარისი ნაჭერი, გავაბრტყელოთ მრგვალად, ზემოდან წინასწარ მოვაყაროთ ცოტა ფქვილი. ცომის შუაგულში მოვათავსოთ ყველის გუნდა და შევკრათ ცომით. გავაბრტყელოთ 0,7 სმ სიმაღლეზე.

ცხელ ტაფაზე მოვაყაროთ ფქვილი, დავდოთ მასზე ხაჭაპური და გავანაწილოთ ტაფაზე. ზემოდან ფუნჯით გადავუსვათ მზესუმზირის ზეთი და შევდგათ ღუმელში 250 გრადუს ტემპერატურაზე. შემდეგ ზემოდან გადავუსვათ კარაქი. დავდოთ თეფშზე და დავჭრათ 8 ნაწილად.

 

ინგრედიენტები
500 500 მლ. თბილი წყალი
1 1 ჩაის კოვზი საფუარი
1 1 ჩაის კოვზი მარილი
1 1 ჩაის კოვზი შაქარი
50 50 მლ. მზესუმზირის ზეთი
900 900 გრ. ფქვილი
900 900 გრ. იმერული ყველი
60 60 გრ. ნაღების კარაქი

ექსპერტის რჩევები