Search
Or
ისპანახის ფხალი
ისპანახის ფხალი
step 1 ქვაბში ჩავასხათ წყალი, ჩავყაროთ ისპანახი და ვხარშოთ 15 წუთი.
step 2 მოხარშვის შემდეგ გადავწუროთ საწურზე და გადავავლოთ ცივი წყალი.
step 3 წვრილად დავჭრათ ხახვი და მოვბრაწოთ მზესუმზირის ზეთთან ერთად.
step 4 სანამ ხახვი იწვება, გავწუროთ ისპანახი.
step 5 გავატაროტ ხორცსაკეპ მანქანაში შემწვარი ხახვი და ისპანახი.
step 6 გავატაროთ ნიორი, მწვანილი, ნიგოზი. დავამატოთ ღვინის ძმარი, სანელებლები და მარილი.
step 7 ფრთხილად ამოვურიოთ მიღებულ მასას და დავამატოთ ბროწეულის მარცვლები.
ingredients
500 500 გრ. ისპანახი
200 200 გრ. ნიგოზი
100 100 გრ. ბროწეულის მარცვლები
1 1 ხმელი ქინძი
1 1 უცხო სუნელი
1 1 ზაფრანა
1 1 წითელი წიწაკა
1 1 თავი ხახვი
100 100 გრ. ქინძი
50 50 გრ. კამა
30 30 გრ. ნიორი
50 50 მლ. ზეთი