Search
ან
ხაჭოერბო
0 - 30 წუთი
ადვილი
მძიმე
201-500 კკალ

ხაჭოერბო საკმაოდ კალორიული და ნოყიერი კერძია, ამიტომ, თუ მის მირთმევას გადაწყვეტთ, ალბათ, სხვა კერძებით კუჭის დატვირთვა არ ღირს. ის შეიძლება ჩაითვალოს ქართულ ფონდიუდ. 

ინგრედიენტები
200 200 გრ. დამბალხაჭო
100 100 მლ. ერბო
15 15 გრ. ნიორი
საფეხური 1
ხაჭოერბო აუცილებლად სქელძირიან ქვაბში ან ტაფაზე უნდა მომზადდეს. მისი მთავარი ინგრედიენტია დამბალხაჭო, რომელსაც ფშავში აკეთებენ.
საფეხური 2
დამბალხაჭოს ობი შემოაცალეთ და წვრილად დაჭერით ან გახეხეთ. შემოდგით ტაფა ცეცხლზე და ჩაუშვით ერბო, რომ შეცხელდება ჩაყარეთ დამბალხაჭო და ცეცხლს დაუწიეთ. ხაჭომ დნობა უნდა დაიწყოს, მაგრამ ბოლომდე არ უნდა გადნეს, პატარ-პატარა ნაჭრები უნდა დარჩეს. გადმოდგით ცეცხლიდან და მიირთვით პურთან ერთად. გემრიელია ნიორთან ერთადაც, ფშავში ხილის არაყთან ერთად მიირთმევენ.

სერვირება

ხაჭოერბოს სერვირება ცოტა რთულია, რადგან სწრაფად ცივდება. ამიტომ, ჯობს პირდაპირ ლამაზი რკინის ან თუჯის ქვაბით დადგათ სუფრაზე, თუ ოჯახურ გარემოში ხართ. თუ მაინც ინდივიდუალურად გადაწყვეტთ სერვირებას, ჭურჭელი, რომელშიც აპირებთ მის გადატანას, აუცლებლად წინასწარ შეათბეთ.