Search
ან
აშვჩაპანი და არიცვმგელი
0 - 30 წუთი
ადვილი
მსუბუქი
1
201-500 კკალ

წარმოგიდგენთ მჭადის აფხაზურ ვერსიას ნიგვზით გადაზელილ ყველთან ერთად.

უნდა ვაღიაროთ, ამ ორი ტრადიციული გემოს შეხამებამ კერძს სრულიად ახლებური ელფერი შესძინა.

ინგრედიენტები
500 500 გრ. სულგუნი, ახალი, უმარილო
6 6 ჩაის კოვზი ფქვილი
2 2 ჭიქა სიმინდის ფქვილი
1 1 ჭიქა ნიგოზი
350 350 მლ. რძე
150 150 მლ. ზეთი
15 15 გრ. წითელი წიწაკა
საფეხური 1
გახეხეთ ყველი და მოათავსეთ ჯამში. იქვე გქონდეთ მეორე ჯამი. მჭადის ფქვილს გატარებული ნიგოზი შეურიეთ, ნელ-ნელა დაუმატეთ რძე და მოზილეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
საფეხური 2
ცომი არ უნდა იყოს ძალიან სქელი. პირადად მე, უპირატესობას ოდნავ თხელ ცომს ვანიჭებ - გამომცხვარი მჭადი არ იქნება მშრალი. სასურველია, თუკი ჯერ მჭადებს დააცხობთ, შემდეგ კი გადაზელთ ყველს. მოზელილი ცომისგან გავაკეთოთ პატარა ოვალური ზომის ბურთულები, გახურებულ ცხიმიან ტაფაზე დავაკრათ და ხელით ოდნავ გავაბრტყელოთ. მოვბრაწოთ საშუალო ცეცხლზე, ორივე მხრიდან.
საფეხური 3
მივხედოთ ყველს, მოვათავსოთ ქვაბში და დავდგათ დაბალ ცეცხლზე, ყველი ნელ-ნელა დნობას დაიწყებს, განუწყვეტლივ ვურიოთ, სანამ სრულიად არ დადნება და ერთგვაროვანი არ გახდება.
საფეხური 4
მოვაყაროთ მცირეოდენი ფქვილი, რაც უფრო ელასტიურს გახდის ყველს და კარგად შეკრავს. ცხელ ყველს კოვზების საშუალებით შეგვიძლია მივცეთ მომრგვალებული ფორმები.

სერვირება

მოვაყაროთ მწიკვი წითელი დაფქული წიწაკა (ძალიან უხდება ) და გადმოვიღოთ თეფშზე, სუფრასთან მივიტანოთ თბილ მდგომარეობაში.

ჭურჭელი

ტაფა

თეგები

ექსპერტის რჩევები

რჩევები

ყველი შეიძლება იყოს როგორც სულგუნი, ასევე იმერული ჭყინტი, მჭადის ფქვილი როგორც თეთრი, ასევე ყვითელი. თუ არ გსურთ, ნუ დაუმატებთ წიწაკას.

ნიგოზის ნაცვლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ წინასწარ მოხალული და კანგაცლილი თხილი, თუ გამოიყენებთ მიწის თხილს, მაშინ დოზა გაანახევრეთ.