გამარჯობა, მე ლელუ ვარ. პროფესიით მარკეტერი. კონდიტერიის სწავლა დიდი ხანი მინდოდა, თუმცა ამისთვის დრო არასოდეს მქონდა. პანდემიის დაწყებისას გადავწყვიტე, რომ ეს იყო შესაფერისი მომენტი თავისუფალი დრო ახალი პროფესიის შესასწავლად გამომეყენებინა. კულინარიის აკადემიაში მისვლა, ყოველი ახალი რეცეპტების აღმოჩენა და მომზადება ჩემთვის განტვირთვა და სიამოვნებაა.
მინდა, სამომავლოდ, ჩემი ორივე პროფესია გავაერთიანო და ისეთი კონცეფციის ბულანჟერეა შევქმნა, რომელიც სულ მინდოდა, რომ თბილისში ყოფილიყო. ადგილი, სადაც შეხვედრა ყოველთვის გემრიელია.
ლელუ ნინოშვილი
125
125
გრ.
ნუშის პუდრი
165
165
გრ.
შაქრის პუდრი
105
105
გრ.
კვერცხის ცილა
175
175
გრ.
შაქარი
100
100
გრ.
კარაქი
60
60
გრ.
წყალი
2
2
ცალი
კვერცხის გული
50
50
გრ.
დანამატი - პრალინე
მაკარონის ცომისთვის დაგჭირდებათ:
ნუშის პუდრი - 125 გ, შაქრის პუდრი - 165 გ, კვერცხის ცილა - 105 გ, შაქარი - 85 გ.
მომზადების ტექნოლოგია:
გავცრათ ნუშის პუდრი, შემდეგ დავამატოთ შაქრის პუდრი და კარგად გადავურიოთ ერთმანეთში. შერეული მასა კიდევ ერთხელ გავცრათ. განაცრელი ფქვილი დავაბრუნოთ უკან.
კვერცხის ცილა და შაქარი მოვათავსოთ საკონდიტრო თასში და მოვამზადოთ მყარი მერინგი.
თუ ფერად მაკარონს აკეთებთ, მერინგში შეურიეთ შესაბამისი ფერის საღებავი.
მზა მერინგის მასაში ეტაპობრივად გადაურიეთ ნუშისა და შაქრის პუდრების ნაზავი.
ამოურიეთ და მიღებული ცომი კარგად ამოლესეთ სილიკონის ნიჩბის დახმარებით.
მომზადებული ცომი გადაიტანეთ საკონდიტრო ტომარაში და მეტალის ფორმის დახმარებით საცხობ ლანგარზე დასვით ერთნაირი ზომის მრგვალი ფორმები. ლანგარზე დასაფენად გამოიყენეთ სილიკონის ხალიჩა ან საცხობი ქაღალდი.
დასმული ფორმები გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 1.5 - 2 საათით ისე, რომ ცომი კარგად გამოშრეს და ხელით შეხებისას არ ეწებებოდეს.
გამოაცხვეთ 150 გრადუსზე 8-10 წუთის განმავლობაში.
კარაქის კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
კარაქი - 100 გ, შაქარი - 90 გ, წყალი - 60 გ, კვერცხის გული - 2 ცალი, დანამატი - პრალინე - 50 გ.
კვერცხის გული მოვათავსოთ საკონდიტრო თასში და გადავდოთ გამოყენებამდე.
შაქარი და წყალი ქვაბით შემოვდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ 120 გრადუსამდე. მიღებული სიროფი დავასხათ წინასწარ მომზადებულ 3 ცალ კვერცხის გულს და გავთქვიფოთ მიქსერით მანამ, სანამ არ მივიღებთ თეთრი ფერის სქელ მასას. ე.წ. ბომბის კონსისტენციას.
კარგად გაცივებულ მასას შევათქვიფოთ ოთახის ტემპერატურის კარაქი და გავთქვიფოთ მანამ, სანამ მასა ერთგვაროვანი არ იქნება და კარგად არ გაპრიალდება.
მიღებულ კრემს შეგვიძლია შევურიოთ სხვადასხვა სახის დანამატი გემოვნების მიხედვით, ორთქლზე გამდნარი შოკოლადი, ფსტის პიურე, ვანილი ან ყავის ექსტრაქტი და სხვა.
ჩემ მიერ მომზადებული მაკარონების კრემს დავამატე პრალინეს, იგივე თხილისა და შოკოლადის პასტა.
კრემი მოვათავსოთ მაცივარში და კარგად გავაცივოთ.
გაცივებული კრემი მოვათავსოთ მაკარონზე და ზემოდან დავადოთ მაკარონის მეორე ნაწილი.
სერვირება
გემრიელად მიირთვით!
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი