თიხის ქოთანში ჩავდოთ ცხვრის დუმის ქონი ან კარაქი, დავაყაროთ ხორცის ნაჭრები, ზემოდან კარტოფილი, კანგაცლილი, ოთხად გაჭრილი პომიდორი, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და პილპილი. შევდგათ ღუმელში და მოვშუშოთ მაღალ ტემპერატურაზე დაახლოებით 40 წუთი სრულ მომზადებამდე.