“კარანტინი ბევრისთვის საკუთარი თავის შესაცნობად ზედგამოჭრილი გამოდგა და მეც ამ დროს გავუთამამდი სამზარეულოს. დიდი სიამოვნება ყოფილა მიზნის უმოკლეს დროში მიღწევა, რაიმე გემრიელის მომზადება და ოჯახის წევრების აღტაცება. ხიბლში შესულმა მოგზაურობის დროს აღმოჩენილი კერძების სახლში მომზადება დავიწყე და "სინგაპურული ვერმიშელიც" გავიხსენე” - ნატალია ლუჩანინოვა საკვირაო სკოლა “რებუსის” თანადამფუძნებელი.
4
4
სუფრის კოვზი
მცენარეული ზეთი
1
1
ცალი
ლიმონი
2
2
სუფრის კოვზი
სოიოს სოუსი
200
200
გრ.
ბრინჯის ვერმიშელი
200
200
გრ.
ქათმის ფილე
2
2
ცალი
კვერცხი
3
3
კბილი
ნიორი
1
1
ცალი
ხახვი
1/2
1/2
ცალი
კომბოსტო
70
70
გრ.
მწვანე ხახვი
2
2
ცალი
სტაფილო
1
1
სუფრის კოვზი
გახეხილი ჯანჯაფილი
1
1
სუფრის კოვზი
მუქი სოიოს სოუსი
1
1
სუფრის კოვზი
მსუბუქი სოიოს სოუსი
2
2
სუფრის კოვზი
ხამანწკის სოუსი
1
1
სუფრის კოვზი
თევზის სოუსი
3
3
სუფრის კოვზი
კეჩუპი
1
1
სუფრის კოვზი
ტკბილი ჩილის სოუსი
2
2
ჩაის კოვზი
სეზამის ზეთი
1
1
სუფრის კოვზი
სეზამის მარცვალი
2
2
სუფრის კოვზი
მოხალული მიწის თხილი
1
1
მწიკვი
თეთრი წიწაკა
პირველ რიგში ვამზადებთ ქათმის მარინადს - 2 ს.კ მცენარეული ზეთი, 1 ლიმონის წვენი და 2 ს.კ სოიოს სოუსი აურიეთ ჯამში, ჩადეთ კუბებად დაჭრილი ქათამი და გააჩერეთ მინიმუმ 1 საათი. მარინადის მომზადება ერთი დღით ადრეც შესაძლებელია.
დაჭერით ბოსტნეული - ხახვი და მწვანე ხახვი რგოლებად, სტაფილო და კომბოსტო სიგრძეზე, დააქუცმაცეთ ნიორი, წვრილ სახეხზე გახეხეთ ჯანჯაფილი.
დრესინგის მოსამზადებლად ჯამში აურიეთ - მუქი და მსუბუქი სოიოს სოუსი, ხამანწკის სოუსი, თევზის სოუსი, კეტჩუპი, ტკბილი ჩილის სოუსი, თეთრი წიწაკა და სეზამის ზეთი.
ვერმიშელის მოსამზადებლად საშუალო ზომის ქვაბში აადუღეთ წყალი. მდუღარე წყალში ვერმიშელი ზუსტად 1 წუთით მოათავსეთ. შემდეგ, გადაწურეთ თუშფალანგის გამოყენებით და ხარშვის პროცესის შესაჩერებლად გადაავლეთ გამდინარე ცივი წყალი.
რჩევა: ვერმიშელი რამდენიმე ნაწილად დაყავით მაკრატლით. ეს გაგიმარტივებთ ტაფაზე მორევის პროცესს კერძის მომზადებისას.
ღრმა ტაფაზე (ვოკი იდეალურია ამ შემთხვევაში), დაასხით 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი. კარგად რომ გაცხელდება, დაუმატეთ ხახვი, ნიორი, ჯანჯაფილი და მოთუშეთ 4-5 წუთის განმავლობაში. ხახვი ოქროსფერი რომ გახდება, ტაფაზე დააწყვეთ დამარინადებული ქათმის კუბები და შეწვით. ამას დაახლოებით 5-6 წუთი დასჭირდება. ქათმის კუბების ყველა გვერდი თანაბრად უნდა შეიბრაწოს. შემდეგ ამატებთ კომბოსტოს, სტაფილოს და ხშირი მორევით თუშავთ ბოსტენულს.
ტაფაზე არსებული მასა ერთ მხარეს მისწიეთ და გამოთავისუფლებულ ადგილას დაახალეთ ორი კვერცხი. კვერცხი ტაფაშივე ათქვიფეთ და სწრაფად შეურიეთ მთლიან მასას. 2 წუთის შემდეგ დაამატეთ ვერმიშელი და კარგად შეურიეთ ბოსტნეულს. შემდეგ მოასხით დრესინგი და თანაბრად გადაანაწილეთ. ბოლოს, მოაყარეთ სეზამის მარცვლები, მოხალული არაქისი და მწვანე ხახვი. 1 წუთი გააჩერეთ ცეცხლზე და კერძი მზადაა.
სერვირება
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი