სანამ ცომი ამოდის მოამზადეთ დარჩენილი ინგრედიენტები - გაალღვეთ კარაქი, ათქვიფეთ შაქარი და 3 კვერცხი. ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს თბილი. დაუმატეთ ამოსულ ცომში და კარგად გადაზილეთ.
შემდგომ, ნელ-ნელა დაამატეთ დარჩენილი ფქვილი. აუცილებლად გაცერით. ბოლო ეტაპზე დაამატეთ დარჩენილი ფქვილი, ზეთი და მარილი. ცომი არ უნდა იყოს წებოვანი ან ძალიან სქელი. მნიშვნელოვანია, რომ მარილი და ზეთი დაუმატოთ ბოლოს, სხვა შემთხვევაში ცომი უფრო რთულად ამოვა. კარგად მოზილეთ ცომი, მოათავსეთ ზეთიან ჯამში, გადააფარეთ ნაჭერი და დატოვეთ დაახლოებით 15-20 წუთით.