Search
ან
ქათმის რულეტი "ალა იტალიანო"
30-60 წუთი
საშუალო
201-500 კკალ

ერთ-ერთი საუკეთესო რამ, რაც შეგიძლიათ უქნათ ქათმის ფილეს, არის მისი გატენვა განსხვავებული გულსართით. ფილეს არომატიც აკლია და გემოც, ამიტომ მზეზე გამომშრალი პომიდორი, მოცარელა და პროშუტო, გაამდიდრებს და გააცოცხლებს ფილეს. მოცარელას მაგივრად შეგიძლიათ სულგუნიც გამოიყენოთ, პროშუტოს ნაცვლად კი ნედლად შებოლილი ბეკონი.

ინგრედიენტები
3 3 ცალი ქათმის ფილე
500 500 გრ. პროშუტო
100 100 გრ. თხელად დაჭრილი მოცარელა
50 50 გრ. გარგრის ჩირი
20 20 გრ. ქიშმიში
50 50 გრ. ვაშლი
50 50 გრ. ისპანახი
15 15 გრ. შაშკვლავი
40 40 გრ. მჟაუნა
70 70 გრ. მზეზე გამომშრალი პომიდორი
120 120 მლ. ნაღები
5 5 გრ. ნიორი
100 100 მლ. თეთრი მშრალი ღვინო
საფეხური 1
ქათმის ფილე გავჭრათ ცენტრში, ისე, რომ გაიხსნას და პეპელის ფორმა მიიღოს. მოვათავსოთ დაფაზე, გადავაკრათ გრინი და ჩაქუჩით მსუბუქად გავაბრტყელოთ. გაბრტყელებულ ფილეს მოვაყაროთ მარილი და პილპილი. შემდეგ, მთელი ფილეს სიგანეზე ჩავაფინოთ თხლად დაჭრილი პროშუტო, თხლად დაჭრილი მოცარელა (ნახევარი ჯამური მასის) და ბოლოს მზეზე გამშრალი პომიდორი. ფილე რულეტივით დავახვიოთ და კანფეტივით გავახვიოთ გრინში, ბოლოები გავკვანძოთ და მოვხარშოთ მდუღარე წყალში 15 წუთის განმავლობაში.
საფეხური 2
პარალელურად, 2 ცალი გამოშრალი პომიდორი დავჭრათ წვრილ ნაჭრებად, გარგრის ჩირი და ქიშმიშიც იმავე ზომაზე დავჭრათ. ისპანახი, მჟაუნა, ვაშლი და შაშკვლავი დავჭრათ წვრილ ფირფიტებად, ვაშლს მოვასხათ ლიმონის წვენი, რომ არ დაჟანგდეს. ყველა ინგრიდიენტი ავურიოთ, რომ მივიღოთ სალათი.
საფეხური 3
მოხარშული რულეტი ამოვიღოთ წყლიდან, მოვაშოროთ გრინი, მოვაყაროთ მარილი და ამოვავლოთ ფქვილში. გავაცხელოთ ტაფა, ჩავასხათ ზეთი და დავბრაწოთ გაოქროსფრებამდე.
საფეხური 4
სოუსისთვის დავსრისოთ და დავჭრათ ნიორი, ჩავყაროთ ტაფაში, დავასხათ ღვინო და მოვთუშოთ. როდესაც ღვინის მესამედი აორთქლდება დავამატოთ ნაღები, აქტიურად ვურიოთ, ისე, რომ ნაღები არ აიჭრას. ნაღების წამოდუღების შემდეგ ჩავხეხოთ დარჩენილი ყველი.

სერვირება

გაოქროსფრებული ფილე დავჭრათ მედალიონებად, მოვასხათ სოუსი და მივაყოლოთ სალათი.