ეს არ არის დამოუკიდებელი კერძი, სწრაფი კლასიკური ინგრედიენტების მიქსი უფროა, საინტერესო გემოს მიღების მიზნით. თანაც, სერვირებისთვის საინტერესო ხერხს გამოვიყენებთ, რომ კარგად ნაცნობი ცოტა უცნაური და უცხო გავხადოთ.
2
2
კგ.
ისპანახი
200
200
გრ.
შებოლილი სულგუნი
500
500
მლ.
ზეთი
200
200
გრ.
ნიგოზი
200
200
გრ.
ნუში
500
500
გრ.
ჭარხლის ფოთოლი
100
100
გრ.
ტყემლის სოუსი
100
100
გრ.
სუმაქი
600
600
გრ.
ბადრიჯანი
50
50
გრ.
ფსტა
2
2
ხმელი ქინძი
2
2
უცხო სუნელი
1.5
1.5
ყვითელი ყვავილი
3
3
ძმარი
პირველ რიგში ვაკეთებთ ნიგვზიან გულსართს - ამისთვის, მდუღარე წყალში გავავლოთ ნიგოზი და ნუში, გავწუროთ და გავფცქვნათ. გავატაროთ ნუში და ნიგოზი ხორცსაკეპ მანქანაში ან ჩოფერში, შემდეგ დავამაროთ 2 ჩაის კოვზი მშრალი ქინძი, 2 ჩაის კოვზი უცხო სუნელი, 1.5 ჩაის კოვზი ყვითელ ყვავილი და გემოვნებით ცხარე წიწაკა. დავაბალანსოთ 2-3 ჩაის კოვზი ძმარით. შემდეგ გავწუროთ ნიგვზიანი და ნუშიანი მასა ხელებით და გამოვადინოთ ზედმეტი მცენარეული ზეთი (შეგიძლიათ შეინახოთ და შემდეგ ზემოდან მოასხათ კერძს). მასის დასარბილებლად დავამატოთ 3-4 სუფრის კოვზი წყალი, რომ მივიღოთ სქელი პასტა. დავამატოთ მარილი გემოვნებით და შევინახოთ მაცივარში.
პარალელურად ვაბლანშირებთ (2 წუთი მდუღარე წყალში და შემდეგ ეგრევე ვაცივებთ) ისპანახს და ჭარხლის ფოთოლს. ბლანშირებულ მასას ვწურავთ ზედმეტი წყალისგან და ვაბლენდერებთ 1 ½ კბილ ნიორთან და 2-3 სუფრის კოვზ ცხარე ტყემალთან ერთად. ვიღებთ სქელ პასტას. ვამატებთ მარილს გემოვნებით და ვინახავთ მაცივარში.
დავჭრათ ბადრიჯანი თხელ ნაჭრებად. ჩავდოთ ცივ მარილწყალში და დავაყოვნოთ 15 წუთით. ამოვიღოთ და შევწვათ მზესუმზირის ზეთში გაოქროსფრებამდე. დავხეხოთ სულგუნი.
ასაწყობად, დაალაგეთ შემწვარი ბადრიჯანის სლაისები ის, როგორც სურათზეა ნაჭვენები და გულსართი შიგნით ჩააფინეთ. პრინციპი დაახლოებით ისეთივეა როგორც სუშის - ბრინჯის როლს ასრულებს თხილეულის პასტა, ხოლო გულსართის - ფხალი და ყველი.
სერვირება
გაფორმებისთვის შეგიძლიათ მოვასხხათ შესქელებული ბალზამიკო ან ნარშარაბი, მოვაყაროთ სუმაქი, სეზამის მარცვლების და დახეხილი ფსტა. დავჭრათ რგოლებად და ვისიამოვნოთ.
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი