Search
Or
ბანანის და შოკოლადის ტორტი
60+ Min
რთული
მძიმე
500+ Kcal
ingredients
100 100 გრ. ნუში დაფქული
135 135 გრ. შაქრის პუდრა
90 90 გრ. ფქვილი
10 10 კვერცხი
280 280 გრ. შაქარი
70 70 გრ. რომი
2 2 ფორთოხალი
520 520 გრ. ნაღები 33-35%
185 185 გრ. მწარე შავი შოკოლადი 64-70%
500 500 გრ. ბანანი
1 1 ლიმონი
30 30 გრ. ჟელატინის ფირფიტა
250 250 გრ. იოგურტი ნატურალური (ბერძნული)
30 30 გრ. ვანილის შაქარი
4 4 გრ. ზეთი
100 100 გრ. ნეიტრალური გლაზური (DGF)
step 1
ბისკვიტი "ჯოკონდა" კარაქის გარეშე: დაგვჭირდება კვადრატული ჩარჩო 18სმ. 200 გრ. ცილასა და შაქრისგან ათქვიფეთ ბეზე. დიდ ჯამში შეურიეთ ერთმანეთს ნუშის ფქვილი და შაქარი, კვერცხის გულები და ცილები (60 გრ.). თქვიფეთ დაახლოებით10 წუთის განმავლობაში, რომ შესქელდეს. მოაყარეთ გაცრილი ფქვილი და სილიკონის ნიჩბით დელიკატურად მოურიეთ. შეურიეთ ბეზე. გაანაწილეთ ცომი სილიკონის ან პერგამენტის ქაღალდზე 1 სმ-ის ზომის ფენად. ცომი უნდა გეყოთ 3 კვადრატისთვის. გამოაცხვეთ 220 -230 გრადუსზე დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. გამომცხვარი ბისკვიტი გადააბრუნეთ პერგამენტის ქაღალდზე და გააციეთ. შემდეგ დაჭერით კვადრატებად.
step 2
ფორთოხლის ჯემი: გააცხელეთ წყალი და შაქარი, დაუმატეთ წვრილად გახეხილი ფორთოხლის ცედრა. ხარშეთ 3 წუთი საშუალო ცეცხლზე. შემდეგ გაწურეთ, შეინახეთ მხოლოდ ცედრა. შოკოლადის კრემი: ათქვიფეთ ნაღები, გაადნეთ შოკოლადი, მაგრამ ძალიან არ გააცხელოთ. შეურიეთ ცედრა და მაშინვე დაუმატეთ ათქვეფილი ნაღები. გამოიყენეთ მაშინვე, რადგან შოკოლადის კრემი მალე მაგრდება.
step 3
აწყობა - ნაწილი პირველი: ფორმაზე დავდოთ 18 სმ სისქის პირველი ბისკვიტი და დავნამოთ სიროფით. შემდეგ ჩავასხათ შოკოლადის კრემი, ზემოდან დავადოთ მეორე ბისკვიტი და მსუბუქად დავაწვეთ. მეორე ბისკვიტიც დავნამოთ სიროფით და შევდგათ საყინულეში, იქამდე სანამ ჟელე არ გამზადდება. ბანანის ჟელე: ჟელატინი დავალბოთ ცივ წყალში და დავტოვოთ. დავამზადოთ ბანანის ხილფაფა, დავუმატოთ ლიმონის წვენი, შაქარის პუდრა და შემოვდგათ ცეცხლზე. მივიყვანოთ ადუღებამდე. გადმოვდგათ ცეცხლიდან და შევურიოთ გაწურული ჟელატინი. ავდღვიბოთ ბლენდერით და დავუმატოთ რომი. თუ გამოვიყენებთ ფორთოხლის წვენს, მისი გაცხელება შეიძლება ბანანის ხილფაფასთან ერთად.   აწყობა - ნაწილი მეორე: ავიღოთ პირველი ნაწილის ფორმა, გადავუსვათ ბანანის ჟელე და გავასწოროთ. დავადოთ ბისკვიტის მესამე ფენა და დავნამოთ. შევინახოთ საყინულეში, მესამე ფენის გამზადებამდე. ვანილის იოგურტის ფენა: ჟელატინი დავალბოთ ცივ წყალში და ვაცალოთ გაჯირჯვება. ნაღები ოდნავ ავთქვიფოთ (მაგრამ ისე, რომ კარაქივით არ გახდეს) და შევურიოთ 200 გრ. სქელი, ნატურალური იოგურტი. 50 გრ. იოგურტს შევურიოთ ვანილის პუდრა და შევაცხელოთ დაახლოებით 75-80 გრადუსზე. დავამატოთ გაწურული ჟელატინი, ავურიოთ და ჩავასხათ ყველაფერი ნაღებიან იოგურტში. გამოვიყენოთ მაშინვე. აწყობა- მესამე ნაწილი: ბოლო ბისკვიტს მოვასხათ ვანილიანი იოგურტის ფენა და შევინახოთ საყინულეში 1 ღამით.

How To Serve

გაფორმება: შოკოლადი დავადნოთ და შევურიოთ მცენარეული ზეთი. გამოვიღოთ ტორტი, მოვხსნათ ჩარჩო. გაყინულ ზედაპირზე ვანილიანი იოგურტის ფენაზე პატარა ფუნჯით გავაკეთოთ ქაოტური ნახატები და მოვიცადოთ სანამ არ გამაგრდება. ზემოდან წავუსვათ ნეიტრალური გამჭვირვალე გლაზური. 5-10 წუთის შემდეგ შეიძლება დავჭრათ ტორტი. 

Useful Tips

დასანამსიროფი:

 შეგიძლიათ მოამზადოთ უალკოჰოლო სიროფი ვანილის თესლების და ჩხირების დახმარებით.

ან მოამზადეთ სიროფი ალკოჰოლით: 
გააცხელეთ წყალი და შაქარი ერთად, შაქრის გადნობამდე. გადმოდგით ცეცხლიდან და ჩაამატეთ რომი.