Search
Or
ნიგვზიანი ლობიო
60+ Min
საშუალო
მძიმე
2
201-500 Kcal
ingredients
500 500 გრ. ლობიო
300 300 გრ. ნიგოზი
3 3 ხახვი
20 20 გრ. ყვითელი ყვავილი
20 20 გრ. ხმელი ქინძი
20 20 გრ. ნიორი
30 30 გრ. ოხრახუში
30 30 გრ. ქინძი
1 1 ბროწეული
20 20 გრ. უცხო სუნელი
20 20 გრ. ხმელი ქონდარი
30 30 მლ. კახური ზეთი
20 20 გრ. ძმარი
100 100 გრ. ჯონჯოლი
300 300 გრ. სიმინდის ფქვილი
step 1
ლობიო გავარჩიოთ, გავრეცხოთ და დავალბოთ მთელი ღამით. გამოვუცვალოთ წყალი და ავადუღოთ. ნახარში გადავღვაროთ. ისევ ჩავასხათ ცივი წყალი და ავადუღოთ. დავაფაროთ თავსახური მომზადებამდე.
step 2
მზა ლობიო გადმოვიღოთ საწურზე. ცოტაოდენი წვენი შევინახოთ, რათა კერძს ბოლოს დავუმატოთ.
step 3
გარჩეული ნიგოზი, ნიორი, ყვითელი ყვავილი, მარილი, ქონდარი, დარიჩინი (დამატებითი ინგრედიენტი სურვილის და გემოვნების მიხედვით), ხმელი ქინძი, უცხო სუნელი 2-ჯერ გავატაროთ ხორცსაკეპში (შეიძლება ბლენდერშიც). ნაზავი შევურიოთ მოხარშულ ლობიოს და დავუმატოთ წვრილად დაჭრილი (დაკეპილი) თავიანი ხახვი, ძმარი (ან ბროწეულის წვენი), ქორფა მწვანილი და დავამატოთ ცოტა ლობიოს ნახარში. ფრთხილად ავურიოთ.

How To Serve

გამზადებული ლობიო ფრთხილად გადმოვიღოთ თიხის ქოთანში. გავაფორმოთ ბროწეულის მარცვლებით და ზემოთ ხსენებული ჯონჯოლით. შეგიძლიათ 300 გრამის ოდენობის სიმინდის ფქვილისგან გამოაცხოთ მჭადი და მიირთვათ ლობიოსთან ერთად.

Useful Tips

თუ ვერ ახერხებთ ლობიოს მთელი ღამით დალბობას, 3-4 საათით დალბობაც საკმარისია.