Search
ან
ქათმის კოტლეტები ნაღებით
30-60 წუთი
საშუალო
მსუბუქი
2
201-500 კკალ
ინგრედიენტები
3 3 ქათმის ფილე
80 80 გრ. ხახვი
3 3 ნიორი
2 2 გრ. მარილი
2 2 გრ. პილპილი
300 300 მლ. ნაღები
საფეხური 1
ქათმის ფილე გავრეცხოთ, მოვაშოროთ ზედმეტი ცხიმი, გავატაროთ ხორცსაკეპში ხახვთან და ნიორთან ერთად, მოვათავსოთ თასში , დავამატოთ კვერცხის გული, მარილი, პილპილი და კარგად გადავურიოთ ერთმანეთში.
საფეხური 2
2სმ სიღრმის ტაფაში ავადუღოთ წყალი, ჩავყაროთ მარილი, შემდეგ დავყოთ მიღებული ფარში ერთნაირი ზომის პორციებად, დავაგუნდაოთ, მივცეთ ოვალური ფორმა და ნელ-ნელა ჩავუშვათ ადუღებულ წყალში. წყალი სანახევროდ უნდა ფარავდეს კოტლეტებს. 7 წუთის შემდეგ ამოვატიალოთ და ისევ 7 წუთი ვაცალოთ ხარშვა, შემდეგ ამოვიღოთ ხელსახოციან ლანგარზე.
საფეხური 3
ნაღები დავასხათ ტაფაზე და დავდგათ ნელ ცეცხლზე, დავამატოთ მზა კოტლეტები და წამოვადუღოთ, დავამატოთ მარილი და პილპილი.

სერვირება

სუფრასთან მივიტანოთ თბილ მდგომარეობაში.