ვარ 24 წლის შეფი და მოწოდებით კულინარი.14 წლიდან, ანუ ყველაზე ადრეული თინეიჯერობიდან გასტრონომიაში ვარ, 10 წლიანი გამოცდილებით და არსად სხვაგან გახედვის პერსპექტივით. შეგნებულად ავირჩიე კულინარია ძალიან ადრეულ ასაკში, რადგან ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ, რომ ეს ის ერთადერთი სფეროა, რომელსაც შეუძლია თვალს, გულს და რეცეპტორებს ერთდოულად მიაღებინოს დაუვიწყარი შთაბეჭდილება და რაც მთავარია, მუდმივად განვითარდე. თუმცა ამისთვის შეფის გულიც ყველა იმ თეფშს უნდა ეკუთვნოდეს, რომელიც მისი ხელიდან სტუმრამდე მივა. ჩემი ყველა გეგმა და მიზანი კულინარიასთან მიდის და ჩემს წარმოდგენებში მსოფლიოს გასტრონომიულ რუკაზე ჩანს ახალი მიმართულება, რომელსაც ქართული სამზარეულო ჰქვია.
5
5
გრ.
გრეიფრუტის ბალიში
5
5
გრ.
ფორთოხლის ბალიში
3
3
გრ.
ლაიმის ბალიში
100
100
გრ.
ავოკადო
10
10
გრ.
წითელი ბულგარული წიწაკა
10
10
გრ.
მწვანე ბულგარული წიწაკა
2
2
მლ.
ძმარი
10
10
გრ.
სეზამის ზეთი
200
200
გრ.
თინუსის ფილე
50
50
გრ.
ბრინჯის ჩიფსი
კუბებად დაჭრილი თევზი შევურიოთ ციტრუსის დაჭრილ ბალიშებთან და წვრილად დაჭრილ მწვანე ხახვთან ერთად. მოვაყაროთ შავი პილპილი და მარილი გემოვნებით და მოვასხათ სეზამის ზეთი. მთლიანი მასა მოვათავსოთ სასურველ ფორმაში და ამოვატრიალოთ თეფშზე.
ზემოდან დავადოთ წვრილად დაჭრილი ავოკადო, ბულგარული წიწაკა და მოვასხათ ძმარი ლიმონის წვენთან ერთად. სულ ბოლოს ზემოდან მოვაყაროთ ქინძი და დავაწყოთ ბრინჯის ჩიდსი.
რეცეპტი შემოთავაზებულია თემო კარდენახლიშვილის მიერ.
სერვირება
გემრიელად მიირთვით
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი