Search
Or
შავი პასტა ბადრიჯნით
ingredients
120 120 გრ. შავი პასტა
100 100 გრ. კანგაცლილი პომიდორი
1 1 ბადრიჯანი
4 4 პომიდორი ჩერი
15 15 გრ. ქინძი
15 15 გრ. კამა
50 50 გრ. კარაქი
1/2 1/2 კბილი ნიორი
1 1 სუფრის კოვზი შაქარი
3 3 ნაჭერი ავოკადო
50 50 გრ. თხის ყველი (გამოყენებულია ვასაბის არომატით)
step 1
წინასწარ ავადუღოთ მარილიანი წყალი შავი პასტისთვის. ბადრიჯანი დავჭრათ ჯერ ბრტყელ, შემდეგ მოგრძო ნაჭრებად, შევეცადოთ, რომ ბადრიჯანს მივცეთ უწყვეტი ჩხირების ფორმა.
step 2
წვრილად დაჭრილი ბადრიჯანი შევწვათ ზეთში.
step 3
უკვე ადუღებულ წყალში მოვათავსოთ პასტა და მოვხარშოთ 9 წუთის განმავლობაში.
step 4
მას შემდეგ რაც პასტა მზად იქნება, გადმოვიღოთ და მოვასხათ ზეითუნის ზეთი. მოვამზადოთ სოუსი: გაცხელებულ ტაფაზე მოვასხათ ზეითუნის ზეთი და მოვაყაროთ მარილი, დავამატოთ კარაქი და შაქარი. წამოვადუღოთ და დავამატოთ ცოტაოდენი ლიმონის წვენი. სულ ბოლოს, ტაფაში ჩავასხათ დაჭრილი, კანგაცლილი პომიდორი. 3-4 წუთი და სოუსი მზად არის.
step 5
სოუსში დავამატოთ ბადრიჯანი და პასტა, შუაზე გაჭრილი პომიდორი, მოვახეხოთ თხის ყველი, მოვაყაროთ ქინძის და კამის ყლორტები. სულ ბოლოს დავამატოთ ავოკადო.

How To Serve

ამ კერძს ძალიან უხდება იოანე და მარიამის ყვავილი.