Search
Or
გოგრის კრემსუპი სოიოს რძით
0 - 30 Min
საშუალო
მსუბუქი
1
0-200 Kcal

გოგრის რბილობი და მზესუმზირა მდიდარია თუთიის შემცველობით, იგი წმენდს ორგანიზმს, აახალგაზრდავებს ქსოვილებს და ორგანიზმს ჰმატებს ენერგიას.











ingredients
250 250 გრ. გოგრა
200 200 მლ. სოიოს რძე
80 80 გრ. ხახვი
2 2 კბილი ნიორი
80 80 გრ. ზეთი
2 2 გრ. მუსკატის კაკალი
2 2 გრ. მარილი
2 2 გრ. პილპილი
step 1
გოგრას მოვაცილით კანი, დავჭრათ პატარა ნაჭრებად, ჩავყაროთ პატარა ქვაბში და მოვხარშოთ საშუალო ზომის ცეცხლზე, როდესაც მოიხარშება გადავწუროთ.
step 2
ზეთიან ტაფაზე მოვშუშოთ ხახვი და დავამატოთ მოხარშულ გოგრას. შემდეგ დავუმატოთ სოიოს რძე, წვრილად დაჭრილი ნიორი და დავაბლენდეროთ. საბოლოოდ დავამატოთ მწიკვი მუსკატის კაკალი, მარილი, პილპილი გემოვნებით.

How To Serve

სუფრასთან მივიტანოთ თბილ მდგომარეობაში გახუხულ პურთან და გოგრის მზესუმზირასთან ერთად.

Useful Tips

სოიოს რძე შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ნაღებით, ამ შემთხვევაში კერძის კალორიულობა და ცხიმის შემცველობა მოიმატებს, თუმცა ისეთივე გემრიელი იქნება, როგორიც სოიოს რძის გამოყენების შემთხვევაში.