Search
Or
მჭადის კანაპეები
30-60 Min
ადვილი
201-500 Kcal

ეს კანაპეები რამდენიმე რეცეპტს აერთიანებს.  მარტივი მოსამზადებელია, თუმცა შრომას და მოთმინებას მოითხოვს. 

ingredients
500 500 გრ. სიმინდის ფქვილი
700 700 გრ. პრასი
600 600 გრ. ჭარხლის ფოთოლი
600 600 გრ. ისპანახი
3 3 ბადრიჯანი
2 2 ხახვი
1 1 თავი ნიორი
30 30 გრ. მწვანე ხახვი
150 150 გრ. ნიგოზი
300 300 გრ. ნადუღი
6 6 ცალი ჩერი პომიდორი
1 1 ბროწეული
300 300 გრ. ზეთი
40 40 გრ. ქინძი
1 1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი
1 1 ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილი
1/2 1/2 ჩაის კოვზი წითელი წიწაკა
მარილი გემოვნებით
სეზამი გასაფორმებლად
step 1
თავდაპიველად ძალიან კარგად უნდა გაირეცხოს ყველა ბოსტნეული. მოამზადებთ პრასის, ბადრიჯნის, ისპანახის, ჭარხლის ფოთლის და ნადუღის კანაპეებს. ბადრიჯანი დაჩხვლიტეთ ჩანგლით, გაახვიეთ ალუმინის ფორცელში, შეფუთეთ ყველა მხრიდან, დადეთ საცხობ ლანგარზე, შედგით წინასწარგახურებული ღუმელის შუა ნაწილში და აცხვეთ 180 გრადუსზე 1 საათის განმავლობაში. პრასი დაჭერით რგოლებად, ზეთიან ტაფაზე მოშუშეთ ხახვთან ერთად, ბოლოს გადაწურეთ, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, 2 კბილი გახეხილი ნიორი და მარილი გემოვნებით.
step 2
ნიგოზი დააბლენდერეთ სუნელებთან ერთად, დაუმატეთ ზეთში მოშუშული ხახვი, 2 კბილი ნიორი და მცირეოდენ ანადუღარ წყალთან ერთად დააბლენდერეთ. ბოლოს დაუმატეთ მარილი გემოვნებით და წვრილად დაჭრილი ქინძი. გაყავით ორად, ნაწილი ბადრიჯნისთვის ნაწილი ისპანახისთვის და ჭარხლის ფოთლებისთვის. ისპანახის და ჭარხლის ფოთლები ჩაყარეთ მარილიან მდუღარ წყალში და ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში. ბოლოს გადაწურეთ და გაგრილებული, ისევ კარგად გაწურეთ ხელით, შემდეგ დაკეპეტ დანით წვრილად. ნიგოზთან ერთად გადაურიეთ. გამომცხავრი ბადრიჯანი შეაგრილეთ, გააცალეთ კანი და დაკეპეთ წვრილად, დაუმატეთ დაბლენდერებული ნიგოზი. ნადუღს დაუმატეთ 2 კბილი გახეხილი ნიორი, ცოტა მარილი. ბურთულად შუაგულში მოათავსეთ გაჭრილი ჩერი პომიდვრები. მჭადის ფქვილს დაუმატეთ წყალი და მოზილეთ ცომი. გამოაცხვეთ მცირე ზომის მრგვალი მჭადები ზეთიან ტაფაზე. დაბრაწეთ ორივე მხრდიდან. მიღებული ფხალეული როგორც სურათზეა ნაჩვენები შეგიზლიათ მცირე პორციებად დაამრგვალოთ და დადოთ მჭადზე და გააფორმოთ ბროწეულის მარცვლებით.

How To Serve

ასეთი აპეტაიზერი დაამშვენებს ნებისმეირ სუფრას.