Search
Or
თაფლაკვერების სახლი
60+ Min
რთული
201-500 Kcal
ingredients
150 150 გრ. შაქარი
170 170 გრ. თაფლი
2 2 ჩაის კოვზი დაფქული კოჭა
1/2 1/2 ჩაის კოვზი მიხაკი
1 1 ჩაის კოვზი სოდა
130 130 გრ. კარაქი
2 2 კვერცხის გული
350-400 350-400 გრ. ფქვილი
200 200 გრ. შაქარი (კარამელისთვის)
აისინგი:
50 50 გრ. კვერცხის ცილა
300 300 გრ. დაფქული შაქარი
step 1
სქელძირიან ქვაბში ჩავყაროთ შაქარი, თაფლი, კოჭა, დარიჩინი, მიხაკი და მივიყვანოთ ადუღებამდე. გადმოვდგათ, ჩავყაროთ სოდა და ხის კოვზით მოურიოთ. სითხე ეგრევე გაქაფდება და გათეთრდება. შემდეგ, მალევე დავამატოთ რბილი კარაქი და კვერცხის გულები, კარგად მოვურიოთ გაერთიანებამდე.
step 2
ნელ-ნელა დავამატოთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი. ფქვილი ერთად არ ჩავყაროთ, რადგან შეიძლება მთლიანად 400 გრ. არ დაგჭირდეთ. ზოგი ფქვილი მეტ სითხეს ისრუტავს, ამიტომ ფქვილის გრამაჟი მერყეობს. უნდა მივიღოთ რბილი და თბილი ცომი, რომელსა ადვილად გავაბრტყელებთ.
step 3
ცომი გავაბრტყელოთ 3-5მმ-მდე და ამოვჭრათ სასურველი ფორმები. მე სახაზავით ამოვჭერი სახლის კედლები და სახურავი. შეგიძლიათ ნებისმიერი ფორმის თაფლაკვერები ამოჭრათ. დაალაგეთ საცხობ პერგამენტზე და გაცხელებულ ღუმელში გამოაცხვეთ 10 წუთი. ძალიან არ გამოაშროთ ღუმელში, უნდა იყოს ოქროსფერი და ოდნავ რბილი. როცა გაცივდება, გამაგრდება.
step 4
200 გრ. შაქარს დავასხათ ძალიან ცოტა წყალი, ისე რომ შაქარი ოდნავ დასველდეს და დავადგათ საშუალო ცეცხლზე. როდესაც მიიღებს ოქროსფერ ფერს, მოხსენით ცეხლიდან. ფრთხილად იყავით, არ ჩაყოთ ხელი კარამელში, ძალიან ცხელია. ისე ამოავლეთ სახლის კედლების გვერდები, რომ ხელზე არ მოგხვდეთ.
step 5
კარამელით შევაწებოთ სახლის კედლები და სახურავი. გასაფორმებლად გავაკეთოთ აისინგი. დაგვჭირდება 50 გრ. კვერცხის ცილა და 300 გრ. შაქრის პუდრა. ცილაში ჩავყაროთ პუდრა და გადავთქვიფოთ. ვთქვიფოთ იქამდე, სანამ სქელი და წელვადი არ გახდება. მოვათავოთ აისინგი საკრემავში და გავაფორმოთ სახლი.

How To Serve

მრავალ ახალ წელს!