Search
Or
ქათმის რულეტი მწვანე ბაჟეს სოუსით
30-60 Min
საშუალო
201-500 Kcal

"ისევ საახალწლო სუფრა..." - ძალიან ბევრი ადამიანისგან მსმენია, რომ სურს რაღაც ისეთი მოამზადოს, ტრადიციულიც, სადღესასწაულოც, გემრიელიც და განსხვავებულიც. ზუსტად ასეთ მონდომებულ და გემოს მაძიებელ მზარეულებს მინდა შევთავაზო შემდეგი რეცეპტი. 

ingredients
800 800 გრ. ქათმის ფილე
500 500 გრ. ბეკონი
500 500 გრ. სოკო
2 2 წითელი ბულგარული წიწაკა
150 150 გრ. სულგუნი
1 1 ხახვი
2 2 კბილი ნიორი
ოხრახუშის ბაჟე:
300 300 გრ. ნიგოზი
100 100 გრ. ოხრახუში
по 1/2 по 1/2 ჩაის კოვზი ქინძი, ხმელი სუნელი, ყვითელი ყვავილი დაუცხო სუნელი
1 1 მწიკვი წითელი წიწაკა
step 1
ქათმის ფილე გარეცხეთ, გაჭერით შუაზე და დაბეგვეთ, ისე რომ გაათხელოთ ნაჭრები, მაგრამ არ დაფლითოდ. საკვები ცელოფანი დააფინეთ სამუშაო მაგიდაზე, შემდეგ დააფინეთ ერთმანეთის მიყოლებით ბეკონის თხლად დაჭრილი ნაჭრები და ქათმის ფილე, როგორც სურათზეა ნაჩვენები.
step 2
შიგთავი: გარეცხეთ კარგად ბოსტნეული და მწვანილი. სოკო დაჭერით წვრილად, ასევე ხახვიც, ბულგარულები დაჭერით პატარა ზომის კუბიკებად. ზეთიან გახურებულ ტაფაზე დაყარეთ ჯერ სოკო, შემდეგ ხახვი და ბოლოს ბულგარული. სოკო წყალს გაუშვებს, ეს წყალი კარგად რომ აორთლდება და ბოსტნეული კარგად მოიშუშება, დაუმატეთ მარილი და გახეხილი ნიორი. ეს მასა თანაბრად გადაანაწილეთ ქათმის ფილეზე. შემდეგ მოაყარეთ გახეხილი სულგუნი და გადაახვიეთ რულეტი, როგორც სურათზეა ნაჩვენები.
step 3
გადაიტანეთ რულეტი ფოლგაზე, კარგად შეფუთეთ ყველა მხრიდან. შედგით წინასწარგახურებულ ღუმელში 220 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ ფოლგა გახსენით, რომ ბეკონი მოიბრაწოს ზედა მხრიდან 10 წუთის მანძილზე. სანამ რულეტი ცხვება ღუმელში მოამზადეთ ბაჟე: გაატარეთ ან დააბლენდერეთ ნიგოზი და ოხრახუში. დაუმატეთ სუნელები და გახეხილი ნიორი. დაუმატეთ მდუღარე წყალი, რომ მიიღოთ თხელი კონსისტენცია. მოაყარეთ მარილი გემოვნებით. ბაჟეც მზადაა.

How To Serve

დაჭერით ოდნავ შეგრილებული რულეტი და მიირთვით ბაჯეს სოუსთან ერთად.