Search
Or
ორაგული ვაშლის სოუსით
30-60 Min
ადვილი
201-500 Kcal

უგემრიელესი სადღესასწაულო კერძი, რომელიც ნებისმიერ სუფრას დაამშვენებს! 

ingredients
350 350 გრ. ორაგულის ფილე
200 200 გრ. ლიმონი
100 100 მლ. ზეითუნის ზეთი
70 70 გრ. ბროკოლი
60 60 გრ. ყვავილოვანი კომბოსტო
5 5 გრ. ნიორი
10 10 გრ. კენკრა
5 5 გრ. ნუში
მიკრომწვანილი
ზღვის მარილი
პილპილის მიქსი
სოუსი:
300 300 გრ. მწვანე ვაშლი
200 200 გრ. ლიმონი
100 100 მლ. ზეითუნის ზეთი
50 50 გრ. თაფლი
1 1 მწიკვი მარილი
step 1
გავასუფთაოთ ორაგულის ფილე. მოვასხათ ლიმონის წვენი. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. გავახუროთ ტაფა, მოვასხათ ზეითუნის ზეთი და მივათავსოთ ორაგულის ფილე და დაჭყლეტილი ნიორი შესაწვავად. გარნირი: ამავდროულად, ავადუღოთ წყალი და მოვათავსოთ ორთქლზე გასუფთავებული ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო. გადავიტანოთ ჯამში დარბილებული ბოსტნეული. მოვასხათ ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი. მოვაყაროთ მარილი.
step 2
სოუსი: გავჭრათ ვაშლი და ამოვიღოთ გული. შემდგომ დავჭრათ პატარა კუბებად და მოვათავსოთ ბლენდერში სოუსის ინგრედიენტებთან ერთად. ლიმონის წვენი ნელ-ნელა დავამაროთ, რომ სასურველი სიმჟავის სოუსი მივიღოთ.

How To Serve

მოვათავსოთ სასურველი ზომის თეფშზე ორაგული და გარნირი. სოუსი შეგიძლიათ მოასხათ ან ცალკე ჭურჭელში მიიტანოთ სუფრასთან. გავაფორმოთ კერძი დაკეპილი ნუშით, კენკრით და მიკრომწვანილით.