Search
Or
სემლა - შვედური ფუნთუშა
60+ Min
საშუალო
201-500 Kcal

ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი შვედური ფუნთუშა, რომელსაც ტრადიციულად თებერვალში მიირთმევენ, დიდი მარხვის დაწყებამდე.  

ingredients
ცომის ინგრედიენტები:
150 150 გრ. კარაქი
300 300 მლ. რძე
12 12 გრ. მშრალი საფუარი
10 10 გრ. მარილი
100 100 გრ. შაქარი
1 1 კვერცხი
800 800 გრ. ფქვილი
1 1 ჩაის კოვზი დაფქული ილი
კრემის ინგრედიენტები:
3 3 ჩაის კოვზი დაფქული შაქარი
200 200 გრ. ნაღები
ნუშის მარციპანის შიგთავსი:
200 200 გრ. დაფქული ნუში
100 100 გრ. დაფქული შაქარი
100 100 გრ. შაქარი
1 1 ჩაის კოვზი ვანილის შაქარი
1 1 მწიკვი დაფქული ილი
1 1 სუფრის კოვზი ნაღები
100 100 მლ. წყალი
step 1
ქვაბში მოვათავსოთ კარაქი და რძე, დავდგათ ცეცხლზე, კარაქი უნდა გადნეს. რძე უნდა გათბეს 40 გრადუსამდე. გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავამატოთ საფუარი, შაქარი, ილი და მარილი.
step 2
ნელ-ნელა ვამატებთ ფქვილს და ვზილავთ. ცომი უნდა გამოვიდეს ძალიან რბილი. დავტოვოთ ცომი თბილ ადგილას, რომ ამოვიდეს კარგად. ცომი რომ ამოვა, ძალიან ნაზად გადავზილოთ, ისე რომ არ გავჭყლიტოთ. გავაკეთოთ 60 გრ. ბურთულები, ვადროვოთ რომ ისევ ცოტა გაიზარდოს ზომაში, შემდგომ წავუსვათ კვერცხის გული და გამოვაცხოთ ღუმელში 200 გრადუსზე დაახლოებით 10-15 წუთით.
step 3
გამომცხვარ ფუნთუშებს ვაცადოთ გაცივება, შემდეგ თავები ამოვჭრათ და ამოვიღოთ გულის პატარა ნაწილი.
step 4
მოვამზადოთ ნუშის მარციპანი: ნუში, შაქარი, შაქრის პუდრა და ვანილი გავაერთიანოთ, შემდეგ დავასხათ ნაღები და წყალი, მოვზილოთ მასის გაერთიანებამდე. ეს ცომი ჩავდოთ ყველა პუნთუშაში. ცალკე ამოვიყვანოთ ნაღები, შაქრის პუდრასთან ერთად. კრემი მოვათავსოთ საკრემავში და ლამაზად დავსვათ ფუნთუშაზე. კრემს ზემოდან დავადოთ მოჭრილი ფუნთუშის თავი.

How To Serve

დავალაგოთ თეფშზე, მოვაყაროთ დაფქული შაქარი და მივირთვათ ტრადიციულად, რძესთან ერთად.