Search
Or
მეორე დილის სენდვიჩი
0 - 30 Min
ადვილი
0-200 Kcal

ნამცეცობა ახალი წლის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ამბობენ, გვიან გაღვიძებულზე, მაცივრის გამოღება და ნარჩენებისგან გემრიელი სადილის შეკვრა საახალწლო ტრადიციათა შორის ერთ-ერთი უძველესია, თვით ფრედ ვულფიც კი დილაობით ნამცეცობდაო. უკბილო ხუმრობები გვერდზე გადავდოთ და  განვიხილოთ შემთხვევა - არის დილა, გვაქვს სულგუნი, იმერული ყველი, ფხალი, ჩურჩხელა, კვერცხი, კარაქი და ხორცი, რომელიც წინა ღამიდან შემოგვრჩა (მე ვიყენებ ღორის ნეკნებს საახალწლო სანელებლებით, რომლის რეცეპტიც ასევე დევს საიტზე). 

ingredients
სენდვიჩის ინგრედინტები
80 80 გრ. სულგუნი
80 80 გრ. იმერული ყველი
1 1 ჩურჩხელა (რქაწითელის)
100 100 გრ. ნიგვზიანი ისპანახი
350 350 გრ. კარაქი
200 200 გრ. ღორის ხორცი
2 2 კვერცხი
პურის ინგრედიენტები
125 125 გრ. კარაქი
780 780 გრ. ფქვილი
125 125 გრ. შაქარი
75 75 გრ. საფუარი
250 250 მლ. წყალი
250 250 მლ. რძე
step 1
ვაცხობთ პურს: თხევადი ინგრიდიენტები შევურიოთ ერთმანეთს, გამოვიყენოთ თბილი წყალი და დავამატოთ საფუარი. დავაცალოთ 5 წუთი, რომ საფუარი გააქტიურდეს და ქაფი გაიკეთოს, შემდეგ წყალში დავამატოთ შაქარი და გამღვალი თბილი კარაქი. საბოლოოდ ფქვილში დავამატოთ 2-3 გრამი მარილი და ნელ-ნელა დავასხათ სითხე. ცომი უნდა იყოს ელასტიური და რბილი, დამუშავებისას კი თბილი. ცომი მოვზილოთ და დავასვენოთ 1 საათი რომ ამოფუვდეს. ამოფუებული ცომი დავყოთ 4 თანაბარ პურის ფორმის ანჭერად და მოვათავსოთ საცხობ ჭურჭელში. დაველოდოთ კიდევ 30 წუთი, რომ ისევ აფუვდეს. გამოვაცხოთ 200 გრადუსზე 14 წუთის მანძილზე, ან გაოქროსფრებამდე.
step 2
ავიღოთ პური, გავხუხოთ, წავუსვათ კარაქი ორივე მხარეს, შემდეგ ფხალი, ფხალზე დავალაგოთ თხლად დაჭრილი ჩურჩხელა (კი ჩურჩხელა, მენდეთ მაგრა უხდება), იმერული ყველი და ზემოდან წინა დღიდან შემორჩენილი ხორცი.
step 3
ხორცზე ვათავსებთ მსუბუქად მობრაწულ, თხელ სულგუნის ნაჭრებს და საბოლოოდ 2 შემწვარ მზე კვერცხს.

How To Serve

მივირთვათ ბორჯომთან ერთად.