Search
Or
საქონლის ენა ქიშმიშის და ნუშის სოუსით
60+ Min
საშუალო
ingredients
1 1 საქონლის ენა
60 60 გრ. ხახვი
120 120 გრ. სტაფილო
50 50 გრ. კარაქი
20 20 მლ. ზეთი
50 50 გრ. ნუში
40 40 გრ. ლიმონი
2 2 დაფნის ფოთოლი
5 5 შავი პილპილის მარცვალი
30 30 მლ. კონიაკი
5 5 გრ. სეზამის მარცვლები
150 150 მლ. საქონლის ბულიონი
50 50 გრ. ქიშმიში
2 2 კბილი ნიორი
step 1
საქონლის ენა გავრეცხოთ. მოვხარშოთ დაფნასთან, მარილთან და პილპილის რამდენიმე მარცვალთან ერთად. შეგვიძლია დარიჩინის ჩხირიც დავამატოთ არომატისთვის. კარგად მოხარშული ენა ამოვიღოთ ქვაბიდან და ცივ, გამდინარე წყალში ჩავდოთ, რომ ტყავი გავაცალოთ მარტავად. გადავდოთ და ვაცადოთ შეგრილება.
step 2
წვრილად დავჭრათ ხახვი, ნიორი და სტაფილო. მოვთუშოთ დაბალ ცეცხლზე კარაქში, დავამატოთ ოდნავ ზეთი (რომ კარაქი არ დაიწვას). როდესაც ხახვი ოქროსფერი გახდება, დავამატოთ წვრილად დაკეპილი ნუში, ქიშმიში და ლიმონის ცედრა.
step 3
დაახლოებით ორ წუთში დავასხათ კონიაკი. ალი თუ ავარდა, არ შეგეშინდეთ, ალკოჰოლი იწვის. ამის შემდეგ დავამატოთ ბულიონი და ცოტა ლიმონის წვენი. სოუსი არ უნდა იყოს ძალიან წვნიანი, რადგან არაერთგვაროვანი მასაა. შევაზავოთ დაღერღილი წითელი წიწაკით და მარილით.
step 4
გავფრცქვნათ და დავჭრათ ენა.

How To Serve

დაალაგეთ ნაჭრები დაფაზე ან თეფშზე, მოასხით სოუსი და მოაყარეთ სეზამის მარცვლები. გემრიელად მიირთვით!