Search
ან
რესტო გიდი “ფოსტა”

რესტორანი “ფოსტა” საქართველოს ფოსტის ისტორიულ შენობაში მდებარეობს. კონცეფცია ძველისა და ახლის ჰარმონიული შერწყმის იდეიდან მომდინარეობს, სადაც ადამიანებისთვის სასიამოვნო გამოცდილება იქმნება.
რესტორნის შექმნის გადაწყვეტილება საქართველოში პირველი Radisson RED-ის გახსნას უკავშირდება. ეს არის ადგილი, რომელიც ადამიანებს გემრიელი კერძებისა და სასიამოვნო გარემოს გარშემო აერთიანებს. სიმწვანეში ჩაფლული იტალიური ეზო თბილისური შუშაბანდით, ღია ცის ქვეშ გრილი საღამოების გატარების მსურველებს გულგრილს ვერ დატოვებს, ინტერიერი კი თანამედროვე და მომხმარებლის კომფორტულ სტუმრობაზეა მორგებული.
 
“ფოსტას” მიმართულება მედიტერანული სამზარეულოა, გამორჩეულ ქართულ კერძებთან ერთად. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ნიშა მიქსოლოგიაცაა და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ქალაქში საუკეთესო კოქტეილების დაგემოვნება ჩვენთან არის შესაძლებელი.
“ფოსტას” შეფი ნათია ღლონტი ახალი თაობის შეფების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელია. ნათიას აქვს მდიდარი საერთაშორისო გამოცდილება, რაც მის მიერ მომზადებულ თითოეულ კერძში იგრძნობა. შეფი მომხმარებელს გამორჩეულ გემოსთან ერთად, განსხვავებულ კულინარიულ გამოცდილებას სთავაზობს” 
 
მენიუში მედიტერანულ გემოებთან ერთად, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქართულ კერძებს. რესტორნის არსებობის 1 წლის მანძილზე, სტუმრებმა განსაკუთრებით შეიყვარეს ყალიის სენდვიჩი, რომლითაც მივიწყებულ ქართულ კერძს ახალი სიცოცხლე შესძინეს შეფებმა. “ასევე ვთავაზობთ სპეციალური რეცეპტით მომზადებული ხორცეულის, სენდვიჩებისა და ბურგერების არჩევანს. ჩვენს სტუმრებს ძალიან უყვართ ჩვენი საფირმო ფენოვანი ხაჭაპური ლეღვის ჯემით და საოცარი დესერტები, რომელთა დაგემოვნებაც მხოლოდ “ფოსტაშია” შესაძლებელი. მენიუში არაერთი ვეგეტარიანული და ვეგანური კერძის არჩევანია, რომელიც ყველა ადამიანის გემოვნებას აკმაყოფილებს.” - გვიყვება ბესო გოგინავა, მარკეტინგის დირექტორი.

“ფოსტაში” სჯერათ, რომ რესტორნის სტუმრებს გემრიელ კერძებთან, მაღალი დონის სერვისსა და ხარისხთან ერთად, განსაკუთრებული გამოცდილებაც უნდა შესთავაზონ, საერთო შთაბეჭდილების შექმნაში გემოვნებიანი მუსიკაც დიდ როლს ასრულებს. ხშირად განახლებადი, მრავალფეროვანი მენიუ კი, სტუმრებს კვლავ დაბრუნების სურვილს არ უკარგავს.