Search
Or
ღვინო, როგორც ინგრედიენტი

ალკოჰოლური სასმელების კერძებში გამოყენება რამდენიმე ათასწლიან ისტორიას ითვლის, განსაკუთრებით, ღვინის გამოყენება იმ ქვეყნებში, სადაც მეღვინეობა არის განვითარებული. ღვინო კერძს განსაკუთრებულ არომატს ანიჭებს, აჩქარებს მის მომზადებას და უცვლის ფაქტურას.
კერძის გასამდიდრებლად სულაც არ არის საჭირო ძვირადღირებული ღვინის დამატება. მთავარ კრიტერიუმებად რჩება ღვინის სისუფთავე და მისი არომატი. მაგალითად, ხორცის მარინადისთვის ვარგისია ნებისმიერი ღვინო, როდესაც დესერტებისთვის უმჯობესია გამოიყენოთ არომატებით მდიდარი სასმელი.
ყურადღება ექცევა ღვინის სახეობის შეხამებას კერძის სახეობასთან. მიღებულია, რომ ხორცს ამატებენ შავ, ძლიერ ღვინოებს, თევზეულთან და ქათამთან კი გამოიყენება თეთრი სახეობის ღვინოები.
ძლიერი თეთრი ღვინო ზავდება წვნიან კერძებში, ხოლო მშრალი და მსუბუქი ღვინო გამოიყენება ნაღებიან, ნაზ კერძებში.
არსებობს ღვინის გამოყენების ორი ძირითადი გზა, კერძის წინამომზადების სტადიაზე, როდესაც მზადდება, მაგალითად, ხორცის მარინადი და უშუალოდ კერძის მომზადების დროს, ტაფაში ან ქვაბში დამატებით.
მჟავები, რომლებსაც შეიცავს ღვინო, არბილებს დანარჩენ ინგრიდიენტებს, მათ შორის ხორცსაც. ალკოჰოლი ხსნის და ამძაფრებს სხვა გემოებს, ხოლო ღვინის თავისებური არომატი აძლევს კერძს ინდივიდუალურ არომატს.
არადროს იხელმძღვანელოთ პრინციპით „რაც მეტი, უკეთესი“, ზოგჯერ საკმარისია კერძში მხოლოდ 2 სუფრის კოვზის დამატება იმისთვის, რომ ინგრიდიენტებმა ღვინო სრულად აითვისონ.
სინამდვილეში, ყველა გურმანი და მზარეული იყენებს ღვინის სხვადასხვა სახეობას და რაოდენობას, საკუთარი გემოვნების მიხედვით. რაზეც ყველა თანხმდება, არის ის, რომ ღვინის გამოყენება ზოგიერთი კერძის მომზადების დროს - საჭიროა და ზოგჯერ აუცილებელიც კი.

Expret Advices