Search
Or
საუკეთესო საგაზაფხულო პროდუქტები

გაზაფხული ცნობილია თავისი მატყუარა ამინდებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვთავისუფლდებით ზამთრის ტანსაცმლისგან და შედეგად ვიღებთ გაციებას.
ამის პრევენცია შესაძლებელია ძლიერი იმუნიტეტით, რომელსაც ვაშენებთ საკვების მეშვეობით.

რეკომენდირებულია შემდეგი პროდუქტების გამოყენება:
კომბოსტო - შეიცავს ბევრ ვიტამინს და ქმნის საგაზფხულო განწყობას.
მწვანე ხახვი - ძალიან სასარგებლოა ვიტამინების სიუხვის გამო და გვეხმარება ბაქტერიებთან ბრძოლაში.
გარგლის ჩირი - მრავალი ელემენტის და ვიტამინის შემცველობის გამო კალორიული პროდუქტია, რომელიც გვაძლევს ენერგიას.
ვაშლი - ახორციელებს გაციების საწინააღმდეგო პრევენციას წინასწარ.
თევზეული - იოდის მაღალი შემცველობის გამო პირდაპირ მოქმედებს იმუნიტეტის გაძლიერებაზე.
ლობიო - ყოვლად სასარგებლო ინგრიდიენტია, რომელიც უხვად შეიცავს ცილას. ასევე გვეხმარება წნევის დარეგულირებაში.

იმუნიტეტის მხარდასაჭერად მოიხმარეთ კვერცხი, რძე, თაფლი იმისთვის, რომ უსიამოვნო გაციება თავიდან აირიდოთ.
თევზეული - A და E ვიტამინების მთავარი წყარო. აუცილებელი არ არის ყველაზე ძვირიანი თევზის შეძენა, სკუმბრია, ჰეკი და სხვა - ესეც საკმარისია იმისთვის, რომ მივიღოთ ვიტამინების და სასარგებლო ნივთიერებების საკმარისი რაოდენობა.  აუცილებელია თევზი შევიტანოთ ჩვენი კვების რაციონში.
გარგრის და ქლიავის ჩირი, ვაშლი და თხილი - ეს რამდენიმე პროდუქტი ჯერ კიდევ შემოდგომიდან შეიძლება იყოს შემონახული ჩვენს საცავებში. აპრილი ზუსტად ის თვეა, როდესაც ამ მარაგების ამოწურვა უკვე ბოლომდე შეგვიძლია. შემოდგომიდან გადმოყოლილი ვიტამინები და მინერალები ახლა გვჭირდება ორგანიზმის მხარდასაჭერად.

 

მაისში ბუნება უკვე იმდენად გამოღვიძებულია, რომ ნატურალური პროდუქტების მოხმარების შემთხვევაში გვაქვს იმუნიტეტის გაძლიერების ყველაზე მეტი შესაძლებლობა:

მაისის თაფლი. ყველაზე გემრიელი, მსუბუქი და ტკბილი, რომელშიც კონცეტრირებულია სასარგებლო ნივთერებების მაქსიმალური რაოდენობა. ეს გამოწვეულია იმით, რომ ფუთქრები მაისის თაფლს სხვადასხვა ყვავილის ნექტარის მეშვეობით ამზადებენ.
რძე. ახალი ბალახით გადამწვანებული მინდვრები - იდეალური საძოვრებია მსხვილფეხა საქონელისთვის, შესაბამისად, მათი რძეც ბევრად უფრო სასარგებლო და მდიდარია ცილით, კალციუმით და სხვა ბევრი სასარგებლო ელემენტით. 
მწვანილეული. მწვანე ხახვი, ისპანახი, ჭინჭარი და ბევრი სხვა. ამ მწვანილებს ყველაზე მეტი მინერალი და ელემენტი აქვს აღებული გამოზამთრული, დასვენებული მიწისგან და ნაზი მზის შუქზე კონცეტრირებული, შეგროვებულია მწვანილში, რომელიც ჩვენ ასე ძალიან გვიყვარს. 
ჩამოთვლილი ინგრიდიენტების მოხმარება რეკომენდირებულია როგორც დამოუკიდებლად, ასევე სხვადასხვა კერძებშიც. ასევე მოერიდეთ ცივ სასმელებს.