როგორც წესი, ყვავილები საჩუქრად გამოიყენება, ან სახლის დეკორაციად, თუმცა ძალიან საიინტერესოა თუ შეიძლება მათი... საკვებად გამოყენება.
როგორი უცნაურიც არ უნდა მოგეჩვენოთ, ზოგიერთი ყვავილისგან ძალიან საინტერესო კერძებიც კი გამოდის.
მაგრამ ეს ეხება მხოლოდ რამდენიმე სპეციალურ ყვავილს, რომელიც გაზრდილია სპეციალურად საკვებად და არ არის ნაყიდი როგორც სასაჩუქრე ბუკეტი, რადგან ძირითადად, დეკორატიულ ყვავილებზე იხმარება სხვადასხვა შხამ-ქიმიკატები, რომლებიც მავნებელია საკვებად.
ვარდი - არსებობს ვარდის ათასობით ჯიში და ჰიბრიდი. ზოგიერთი მათგანი გამოიყენება ჩაიში, მურაბაში და სალათებში.
ლავანდი - მისგან დამზადებული სუნელი გამოიყენება მსოფლიოს უამრავ სამზარეულოში. ის ძალიან უხდება სალათებს და ხორცეულს. ლავანდი გამოიყენება საკონდიტრო ნაწარმშიც.
იასამანი - საკვებად ვარგისია, თუმცა არა ველური. ველურმა იასამანმა შესაძლოა ავნოს ორგანიზმს, მასში სხვადასხვა შხამების შემცველობის გამო. ამის მიუხედავად, იასამნის სპეციალურ ჯიშებს იყენებენ ნაყინის, სიროფის და კოქტეილების მოსამზადებლად.
ტიტა - ტიტა შეიცავს ტულიპალინ А-ს, რომელიც იცავს მცენარეს დაავადებებისგან, და წარმოადგენს ძლიერ ალერგენს ადამიანებისთვის. ზოგიერთი სპეციალური ჯიში მოიყვანება საკვებად, მათში ეს ნივთიერება თითქმის საერთოდ არ არის.
ორქიდეა - მას საკვებში ისედაც მოვიხმართ, ისე, რომ არც ვიცით ამის შესახებ. ვანილი, მაგალითად, მზადდება რამდენიმე ჯიშის ორქიდეის ნაყოფისგან. ორქიდეის ყვავილებს ხმარობენ ხორცის სოუსებში და აყენებენ როგორც ჩაის.
მიხაკი - განეკუთვნება სუნელებს. მიხაკი ხშირად ხდება ღვინის კომპანიონი, როგორც დაყენების დროს, ასევე ხარშვისას, მაგალითად გლინტვეინის მომზადების პროცესში.
ბაბუაწვერა - ყველაზე უსაფრთხო, გემრიელი და უძველესი დროიდან გავრცელებული საკვები. მისი ახალგაზრდა ყვავილები შეგიძლიათ გამოიყენოთ სალათებში და წვნიანებში. ბაბუაწვერასგან მზადდება მურაბა და ღვინოც კი, ასევე არსებობს "ბაბუაწვერას თაფლიც".
ია - თითქმის ყველა სახის ია უხდება ბოსტნეულის და ხილის სალათებს. სურნელოვანი ია გამოიყენება დესერტებში და გამაგრილებელ სასმელებში.
ქრიზანთემა - ძალიან პოპულარულია აზიურ ქვეყნებში, მას იყენებენ სამედიცინო დანიშნულებით და საკვებად. მისი ყვავილები უხდება სალათებს და დესერტებს. იჭმევა უმიც.
მთავარია გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი ყვავილის საკვებად გამოყენების წინ აუცილებელია მათი კარგად გარეცხვა და გასუფთავება. საჭიროა მოვერიდოთ დეკორატიულ ყვავილებს და ვიპოვოთ სპეციალურად გამოყვანილი ჯიშები, რომლებიც გამოიყენება საკვებად.