ნაბახუსევის სინდრომის დროს ბევრი უსიამოვნო შეგრძნება გვეუფლება - გულის რევა, წყურვილი, თავის ტკივილი და თავბრუს ხვევა. საიდან ჩნდება ეს სიმპტომები? პირველ რიგში, დიდ როლს თამაშობს მიღებული ალკოჰოლის ხარისხი - გამოყენებულ სასმელებში შესაძლოა ბევრი შხამიანი მინარევი იყო. მეორე რიგში, მნიშვნელოვანია მიღებული ალკოჰოლის რაოდენობა. დავითვალოთ: ჯანმრთელი ორგანიზმისთვის ალკოჰოლის დოზა არის 6 მლ. 1 კგ. წონაზე, მიღებული 4-5 საათის განმავლობაში.
რეალობაში როგორ ხდება? ყველა სტუმარი მთელ ალკოჰოლს მიირთმევს თითქმის პირველივე საათის განმავლობაში. ამ დროს ალკოჰოლი აღწევს ორგანიზმის ყველა უჯრედში, მათ შორის ტვინის უჯრედებში, იწვევს შეშუპებას და მაღლა სწევს შიდა ქალის წნევას, ირღვევა წყალმომარაგების ბალანსი ორგანიზმში, რასაც მივყავართ ორგანიზმის გამოშრობამდე (და აქ ჩნდება დაუმორჩილებელი წყურვილი).
სუფრის შემდგომ დილას ორგანიზმს დაახლოებით 1.5 ლიტრი სითხე აკლია. იმის გამო რომ წყალმომარაგების ბალანსი დარღვეულია, შენელებულია ალკოჰოლის ორგანიზმიდან გამოდევნა.
ამიტომაა, რომ დილით ვგრძნობთ სისუსტეს, კანკალს, ტვინი მუშაობს ნელა, სხეული არ გვემორჩილება და ემოციურად ვართ დაღლილები. აბსოლუტურად ყველა ილტვის წვნიანის, ან უბრალოდ სითხის მიღებისკენ, რადგან დილის ნაბახუსევზე სხვანაირად ვერ გადარჩებით.
როგორ გამოვკეთდეთ რაც შეიძლება სწრაფად:
1. დალიეთ მეტი სითხე
მოგიხდებათ ნებისმიერი არა-ალკოჰოლური სასმელი, მაგრამ უმჯობესია მინერალური წყალი - ის უფრო სწრაფად დაგეხმარებათ ელექტროლიტური ბალანსის აღდგენაში. კარგია მინერალურ წყალში ლიმონის წვენის დამატება - ამით ორგანიზმს C ვიტამინის მიღებაში დაეხმარებით, რომელიც მშვენიერი ანტიოქსიდანტია. დალიეთ რაც შეიძლება მეტი სითხე, რომ გამოიყვანოთ ტოქსინები ორგანიზმიდან.
2. მიიღეთ კონტრასტული შხაპი
შხაპის მიღების დროს ცვალეთ წყლის ტემპერატურა, თქვენი მაქსიმუმიდან - მინიმუმამდე და პირიქით. ცივი და ცხელი წყლის მონაცვლეობა ააჩქარებს ნივთიერებათა ცვლას.
3. გაიყუჩეთ თავის ტკივილი
რა თქმა უნდა, თავის ტკივილის თმენა ალბათ შეგიძლიათ, მაგრამ ეს არ არის მიზანშეწონილი. სცადეთ ცხელი ჩაის დალევა - შავი, ან მწვანე - ან გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. გამოკვებეთ თქვენი ტვინი ჟანგბადით და გონება აუცილებლად "გაგინათდებათ". თუ დააპირეთ წამლის დალევა, მიიღეთ ასპირინის და პარაცეტამოლის ბაზაზე დამზადებული გამაყუჩებელი.