იცოდით თუ არა, რომ...
ქოქოსის წყლის შემადგენლობა ყველაზე მეტად ემთხვევა ადამიანის სისხლის პლაზმის შემადგენლობას, რაც თეორიულად ნიშნავს იმას, რომ მისი გამოყენება გადასხმისთვის შესაძლოა ვარგისი იყოს.
ჯანსაღი კვების სპეციალისტის, ელიზაბეტ უოლინგის თქმით, ქოქოსის წყალი შეგვიძლია ჩავთვალოთ ადამიანისთვის ყველაზე სასარგებლო პროდუქტად, ვინაიდან მისი შემადგენლობა ძალიან გავს ადამიანის სისხლის პლაზმის შემადგენლობას.
მის შემადგენლობაში შედის კალციუმი, მაგნიუმი და კალიუმი ისეთი დოზირებით, როგორიც სჭირდება ადამიანს ძალების აღსადგენად. ამიტომ ქოქოსის წყლის მოხმარება ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვის შემდგომ, ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე სხვა ნებისმიერი სასმელი ან საკვები.
მისი მუდმივი გამოყენების შემთხვევაში თქვენ ამცირებთ კრუნჩხვების, თირქმლების დაავადების, გულ-ძარღვთა და ფსიქიკური დაავადებების რისკს. ქოქოსის წყლის დალევა რეკომენდირებულია კაკლის გახნისთანავე.