Search
Or
ქლიავის ხრაშუნა კექსი

უგემრიელესი ქლიავის კექსისთვის თქვენ დაგჭირდებათ:

5 გრ. ვანილი

100 გრ. შაქრის პუდრი

250 გრ. ფქვილი

125 გრ. კარაქი

25 გრ. შაქარი

1 კვერცხი

300 გრ. ქლიავი
200 გრ. ქლიავის ჯემი


შაქრის პუდრი, შაქარი და ვანილი შეურიეთ ერთად. ფქვილი და ოთახის ტემპერატურამდე მიყვვანილი კარაქი კარგად აზილეთ და დაამატეთ შაქრის პუდრი. კვერცხი ათქვიფეთ და დაამატეთ ცომს. კარგად გადაზილეთ ერთმანეთში და შეინახეთ მაცივარში 30 წუთით. ქლიავი გავრეცხოთ და დავჭრათ მცირე ზომის ნაჭრებად.
 

შეციებული ცომი კიდევ ერთხელ გადაზილეთ, გააბრტყელეთ 0.5 სანტიმეტრამდე და მოათავსეთ სასურველ ფორმაში. შედგით წინასწარ გაცხელებულ ღუმელში და გამოაცხვეთ 15 წუთის განმავლობაში 170 გრადუსზე. შეციებულ ტარტზე თანაბრად წაუსვით ქლიავის ჯემი და დაალაგეთ ქლიავის ნაჭრები.

გემრიელად მიირთვით.

Expret Advices