ბოსტნეული სავსეა სასასრგებლო ნივთიერებებით და ვიტამინებით, ამიტომ ბოსტნეულის რეგულარულად მოხმარება ნიშნავს ჯანსაღ დიეტაზე ყოფნას. ხოლო მათგან დამზადებული წვნიანი ჯანმრთელობას კიდევ უფრო უწყობს ხელს და ეხმარება ორგანიზმს წონის დაკლებაში. ადამიანის კუჭი ყველაზე კარგად ნაყრდება წვნიანის მიღების დროს, ვინაიდან მიღებული სითხე აფართოვებს მის კედლებს. სხვადასხვა სენის დროს ავადმყოფს საკვებად ბოსტნეულის წვნიანს უნიშნავენ, თავისი სიმსუბუქიდან და სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარე.
გთავაზობთ ბოსტნეულის წვნიანის მარტივ რეცეპტს, რომლისთვისაც თქვენ დაგჭირდებათ:
800 მლ. წყალი (სასურველია ქათმის ბულიონი)
3 კარტოფილი
1 სტაფილო
1 ხახვი
100 გრ. მწვანე ბარდა
30 გრ. ოხრახუში
30 გრ. კამა
მარილი გემოვნებით
წყალი (ან ბულიონი) წამოვადუღოთ ბარდასთან ერთად, დავამატოთ დაჭრილი კარტოფილი და სტაფილო. კიდევ ვადუღოთ 20 წუთი და სულ ბოლოს დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. მარილი დაამატეთ წვნიანს წინასწარ, თუ გინდათ, რომ ბოსტნეულს ჩაუჯდეს. დასასრულს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.
გემრიელად მიირთვით.