Search
ან
ყვითელი საზამთრო

ყვითელი საზამთრო, ე.წ. "ტაილანდური საზამთრო" არის ჩვეულებრივი საზამთრო, რომლის რბილობიც ყვითელი ფერისაა. ჯერ კიდევ წინა საუკუნეში სელექციონერებმა სცადეს ველური საზამთროს შეჯვარება წითელ საზამთროსთან. ველური საზამთრო არ იჭმევა, რადგან სიტკბო ძალიან ცოტა აქვს, მაგრამ აქვს ყვითელი ფერი. წითელ საზამთროსთან შეჯვარებისას გამოვიდა ტკბილი და ყვითელი რბილობის მქონე საზამთრო, ნაკლები კურკებით. 
დღეს-დღეობით ყვითელი საზამთრო მოყავთ ესპანეთში (ზაფხულის პერიოდში) და ტაილანდში (ზამთრის პერიოდში). ტაილანდურ საზამთროს დამატებითად ოვალური ფორმაც აქვს, ხოლო ესპანური ყვითელი საზამთრო მცირე ზომისაა და მრგვალი. 
ნივთიერებებით ყვითელი საზამთრო ყველაფერს იგივეს შეიცავს, რასაც წითელი - 92% წყალი, 6% შაქარი და მცირე რაოდენობის ვიტამინები.

თეგები

ექსპერტის რჩევები