Search
Or
მარტივი იდეა ლანჩისთვის - შეიყვარეთ ბროკოლი

ბროკოლი გამოირჩევა თავისი სასარგებლო თვისებებით, ამიტომ მისი მიღება ძალზედ მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით, თუ თქვენი სამუშაო დღე ემსგავსება რუტინას და ყოველდღიურიად გიწევს ერთი და იგივე საკვების მიღება. გთავაზობთ გაიმრავალფეროვნოდ რაციონი, იზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და მიირთვათ სადილი ისე გემრიელად, როგორც არასდროს.
ამისთვის დაგჭირდებათ:
350 გრ. - ბროკოლი
3 ს.კ - ზეითუნის ზეთი
1 - ლიმონი
50 გრ. - კომობოსტო
1/4 ხახვი, წვრილად დაჭრილი
100 გრ. - ფეტას ყველი
20 გრ. - ქიშმიში
20 გრ. - ნუში

გამოსაცხობ დაფაზე მოათავსეთ ბროკოლი, მოაყარეთ მარილი და მოასხით ზეთი. შედგით ღუმელში 20 წუთით 150-200 გრადუსზე. 
გაწურეთ ლიმონი და შეურიეთ ზეითუნის ზეთი. 
ცალკე ჯამში ერთმანეთში აურიეთ კომბოსტი, ხახვი, შემდგომ დაამატეთ ყველი, ნუში და ქიშმიში და გამომცხვარი ბროკოლი. დააცადეთ 5 წუთი და შემდეგ მოასხით ზეითუნის ზეთი ლიმონის წვენთან ერთად.

გემრიელად მიირთვით! 

Expret Advices