Search
Or
ვყინავთ ხილს

გაზაფხულის და ზაფხულის პერიოდში გვაქვს იმის ბედნიერება, რომ მივირთავთ იმდენი ხილი, ბოსტნეული და ბალახეული რამდენიც გვსურს! 
თუმცა, სამწუხაროდ ეს პერიოდი ისე სწრაფად მთავრდება, რომ ზგოჯერ ვერ ვასწრებთ საკმარისი სიამოვნების მიღებას. 

ამიტომ, გთავაზობთ გამოსავალს, გავყინოთ ხილი და ჩვენთვის საყვარელი სეზონური პროდუქტები! 

თქვენ შეგიძლიათ გაყინოთ კენკრა, მწვანილი და სხვა ნებისმიერი პროდუქტი.
ამისთვის დაგჭირდებათ: 
საკვების ერთჯერად კონტეინერი 
და სუფრის პოლიეთილენის პარკი

ხილი კარგად გარეცხეთ და გააშრეთ. მოათავსეთ ჯერ კონტეინერში, შემდგომ კი გადააკარით პარკიც. მაცივრის საყინულეში რაც შეიძლება ღრმად დააწყვეთ კონტეინერები ერთმანეთზე. სურვილისამევრ გარედან დააკარით წარწერები, რომ ადვილად გამოიცნოთ, თუ რომელ კონტეინერში რა დევს. 

მიირთვით თქვენი საყვარელი პროდუქტები მთელი წლის განმავლობაში!