იცით თუ არა, რომ...
ანანასი აღარ მწიფდება დაკრეფის შემდეგ. თუ თქვენ შეიძენთ მწვანე ფერის ანანასს, არ გქონდეს იმის იმედი, რომ სახლში დაყოვნებით ის დამწიფდება. მაგრამ გული არ გაიტეხოთ, მწვანე პატარა ანანასი ისეთივე ტკბილი და არომატული შეიძლება იყოს, როგორც ყავისფერი ან ოქროსფერი დიდი ზომის ანანასი. მისი ფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ სად არის გაზრდილი მცენარე.
ერთი ანანასის მცენარეს მხოლოდ 1 ნაყოფის მოცემა შეუძლია და მას დაახლოვებით 1.5 - 2 წელი სჭირდება სრულ დამწიფებამდე.
ანანასი შეიცავს ბრომელინს, რომელსაც შეუძლია ცხიმის და ცილის დაშლაც კი. ამის გამო, ზოგ ადამიანს არ შეუძლია ანანასის მირთმევა, რადგან ის პირველ რიგში წვავს და შლის ენის გარსს.
მისი მეშვეობით შესაძლებელია ცხიმების დაწვაც. ასევე კარგი გამოყენება აქვს ხორცის დარბილებისას.