ალუჩა - მრავალწლიანი ხე, ვარდისებრთა ოჯახიდან. გხვდება საქართველოში, აზეირბაიჯანში და სომხეთში. ხარობს ზღვის დონიდან 500-700 მეტრზე, უყვარს მზე. მისი გამრავლება საკმაოდ რთულია, რადგან თესლით (კურკით) გამრავლების შემთხვევაში ხე გადაჯიშდება და აღარ გამოიტანს ვარგისიან ნაყოფს. მართლდება მხოლოდ ვეგეტატიური გამრავლება, რაც მოითხოვს გარკვეულ გამოცდილებას და ხანგრძლივ დროს. ამ მიზეზით ალუჩა გადაშენების გზაზეა, რადგან მის კულტივირებას იშვიათად ახორციელებენ.
საქართველოში უხსოვარი დროიდან მოიხმარება საკვებად, არის 2 ძირითადი ჯიში - მეჩიბუხე და იმერული.
შეიცავს ვიტამინებს: B,C, E, P, და PP; 13% შაქარს, 5% ორგანულ მჟავებს, 1.5% პექტინს.
კურნავს ღამის სიბრმავეს, შველის შეკრულობას, ასუფთავებს სისხლს, დაბლა სწევს პროტრომბინს.
ლათინური დასახელება: Prunus Vachuschtii