Search
ან
ტარხუნას ლიმონათი


სულ მალე სავაჭრო დახლებზე ტარხუნა მომრავლდება. მისგან დამზადებული უგემრიელესი კერძების გარდა, შეგიძლიათ ასევე სახლის პირობებში დაამზადოთ ტარხუნას ლიმონათი.

თქვენ დაგჭირდებათ:
200 მლ. წყალი
1000 მლ. გაზირებული წყალი
80 გრ. შაქარი
50 გრ. პიტნა
100 გრ. ტარხუნა
1 ლიმონი

200 მლ. წყალში ვხსნით შაქარს და ვამატებთ პიტნას. ვადუღებთ 3 წუთის განმავლობაში და შემდგომ ვაგრილებთ.
არომატის გასამძაფრებლად ტარხუნა დავნაყოთ, მოვათავსოთ დოქში, დავამატოთ ნახევარი ლიმონის წვენი და ნახევარი დაჭრილი ლიმონი და ჩვენს მიერ მომზადებული სიროფი.
მიღებულ მასას დავასხათ გაზირებული წყალი. შესაძლებელია მინერალური წყლის დამატებაც.

ტარხუნას ლიმონათი მზად არის!
გემრიელად მიირთვით.

ექსპერტის რჩევები