Search
ან
გოგრის ლატე

საუკეთესო უალკოჰოლო სასმელი შემოდგომისათვის - გოგრის ლატე.

ინგრედიენტები:

2 ჭიქა ყავის ნაყინი

½ ჭიქა რძე

¼ ჭიქა გოგრის პიურე

1 ჩაის კოვზი დარიჩინი

½ ჩაის კოვზი მუსკატი

½ ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი

კარამელი და ათქვეფილი ნაღები გასაფორმებლად

მომზადების წესი:

მოათავსეთ ბლენდერში ნაყინი, რძე, გოგრის პიურე, დარიჩინი, მუსკატი და ვანილის ექსტრაქტი. კარგად ათქვიფეთ.

ჩაასხით ჭიქაში ჯერ კარამელი, შემდგომ კი ლატე. გააფორმეთ ათქვეფილი ნაღებით.

გემრიელად მიირთვით. 

ექსპერტის რჩევები