Search
Or
შოკოლადის უგლუტენო ნამცხვარი

დღესდღეობით, უგლუტენო დესერტებისა და პურის მომზადება ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა. ამჯერად, უფქვილო შოკოლადის ნამცხვარს მოვამზადებთ.

გაითვალისწინეთ, რომ ზოგი შოკოლადი შეიცავს გლუტენს, ამიტომ, ყიდვამდე კარგად გაეცანით შემადგენლობას.

ინგრედიენტები:

250 გრ. უმარილო კარაქი + ცოტა საცხობ ჭურჭელზე წასასმელად

60 გრ. უშაქრო კაკაო + ცოტა საცხობ ჭურჭელზე მოსაყრელად

350 მლ. ნაღები

250 გრ. შავი შოკოლადი

5 კვერცხი

1 ჭიქა შაქარი

½ ჭიქა არაჟანი

¼ ჭიქა შედედებული რძე

მომზადების წესი:

გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსამდე.

მოამზადეთ საცხობი ჭურჭელი. წაუსვით ცოტაოდენი კარაქი და მოაყარეთ კაკაო.

მოათავსეთ კარაქი და 150 მლ. ნაღები პატარა ზომის ქვაბში და დადგით დაბალ ცეცხლზე. დაელოდეთ კარაქის გალღვობას. ჩაყარეთ შოკოლადი და გაუჩერებლად ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი და კაკაო. დაუმატეთ შოკოლადის მასას და კარგად მოურიეთ. გადაიტანეთ საცხობ ჭურჭელში და აცხვეთ დაახლოებით 35-40 წუთი.

ათქვიფეთ არაჟანი, შედედებული რძე და დარჩენილი ნაღები.

გააგრილეთ ნამცხვარი და მიირთვით კრემთან ერთად.