Search
ან
ჩია

ჩია ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია. მისი სამშობლო ცენტრალური და სამხრეთ მექსიკაა. ეს არის ერთწლოვანი მცენარე,  რომელსაც დაახლოებით 1 მეტრის სიმაღლის იზრდება.

ჩია ატსტეკების კვების რაციონის უმნისვნელოვანესი კომპონენტი იყო. მამაკაცებს სჯეროდათ, რომ პროდუქტი უდიდესი ენერგიის წყარო იყო და ნადირობამდე მიირთმევდნენ.

დღესდღეობით, ჩიას მარცვლები სხეულის დეტოქსისა და წონაში დაკლების მიზნით გამოიყენება. შედეგი საკმაოდ ეფექტიანია, თუმცა პროდუქტს სხვა არაერთი სასარგებლო თვისება აქვს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩიას საკმაოდ ხშირად მოიხმარენ წონაში დაკლების მიზნით. გვსურს გავამახვილოთ თქვენი ყურადღება პროდუქტის კალორიულობაზე. ჩიას თესლის 100 გრამი შეიცავს დაახლოებით 480 კალორიას, რაც საკმაოდ ბევრია. კალორიების ცხრილი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ცილები - 16.54 გრ. (66 კკალ); ცხიმები - 30,74 გრ (277 კკალ);  ნახშირწყლები - 42,12 გრ. (168 კკალ).

პროდუქტი შეიცავს K, C, PP, B2, B1 და A ვიტამინებს. აგრეთვე თუთიას, სელენს, სპილენძს, მანგანუმს, რკინას, ფოსფორს, ნატრიუმს, მაგნიუმს, კალციუმსა და კალიუმს. 

ჩია საკმაოდ სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი და გულ-სისხლძარღვთა სისტემისათვის. პროდუქტი ამაგრებს ძვლებს და კბილებს. აგრეთვე, არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში.

არ არის რეკომენდირებული ორსულთათვის მხოლოდ იმიტომ, რომ ჯერ არ არის შესწავლილი პროდუქტის ზოგადი ეფექტი ორსულობის დროს მოხმარებისას.  

შეგიძლიათ მოამზადოდ ჩიას უგემრიელესი პუდინგი ჩვენი შეფის, ნუცა ბაიაძის, რეცეპტით.

თეგები

ექსპერტის რჩევები