Search
ან
ფსტა

ფსტა სუბრტოპიკულ და ნაწილობრივ ტროპიკულ ტერიტორიაზე გაშენებული მარადმწვანე მცენარეა. მისი დაახლოებით 20 ჯიში არსებობს. უმეტესობა ხმელთაშუა ზღვის პირეთში, ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში, დასავლეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში იზრდება. ფსტის ხეს ან ბუჩქს (გააჩნია ჯიშს) სჭირდება დაახლოებით 20 წელი, რომ მაქსიმალურ ნაყოფიერებას მიაღწიოს.

აღსანიშნავია, რომ ფსტის ნაყოფი ძალიან სასარგებლოა. იგი შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს; B1, B2, B6 და E ვიტამინებს; სპილენძს, მანგანუმს და ფოსფორს.

ფსტა არეგულირებს ქოლესტერინის რაოდენობას სისხლში, ამცირებს გულის დაავადებათა რისკს და შიმშილის გრძნობას. აგრეთვე, საკმაოდ სასარგებლოა დიაბეტის დროს. რეკომენდირებულია ანემიის, ტუბერკულოზის, კუჭის და ღვიძლის დაავადებების დროს.

ფსტა არ არის რეკომენდირებული ორსულებისთვის და მეძუძური დედებისთვის - არსებობს ალერგიის დიდი რისკი.

აგრეთვე, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ფსტა საკმაოდ კალორიულია - 100 გრ. შეიცავს დაახლოებით 600 კალორიას. 

თეგები

ექსპერტის რჩევები