Search
Or
ანანასი

ანანასი უზომოდ გემრიელი და ამავდროულად სასარგებლო ეგზოტიკური ხილია, რომელიც, დღესდღეობით, უკვე საკმაოდ ხელმისაწვდომია.

აღსანიშნავია ხილის სასარგებლო თვისებები - იგი შეიცავს B, PP, A, C და E ჯგუფის ვიტამინებს;  კალიუმს, მაგნიუმს, კალციუმს, თუთიას, რკინას, სპილენძს, მარგანეცს, იოდს და ფოსფორს.

ანანანის ებრძვის ათეროსკლეროზის განვითარებას, ამცირებს სისხლის წნევას, აუმჯობესებს ღვიძლის, ფარისებრი ჯირკვლისა და თირკმელების მუშაობას, სასარგებლოა ბრონქიტის დროს, ხელს უწყობს წონაში დაკლებას.

ანანასის მიღება არ არის რეკომენდირებული გასტრიტისა და წყლულოვანი დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. აგრეთვე, 3 წლამდე ბავშვებისთვის.

ანანასის არჩევისას აუცილებელია გაითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა:

  1. უნდა ჰქონდეს სასიამოვნო, მოტკბო სუნი.
  2. არ უნდა ჰქონდეს მუქი ლაქები ქერქზე.
  3. არ უნდა ჰქონდეს რბილი ქერქი.

მნიშვნელოვანია, რომ არ შეინახოთ ანანასი მაცივარში. 

Expret Advices