ბოლოკი საკმაოდ სასარგებლო ბოსტნეულია. არაერთი ჩვენგანი მას უმად მიირთმევს, თუმცა მწინილი არანაკლებ გემრიელია.
1 კგ. ბოლოკს სჭირდება:
50 მლ. თეთრი ღვინის ძმარი
50 მლ. წითელი ღვინის ძმარი
50 გრ. შაქარი
100 მლ. წყალი
მომზადების წესი:
აადუღეთ ორივე სახის ძმარი, შაქარი და წყალი. გარეცხეთ ბოლოკი, მოაჭერით ძირები. დაახსით ადუღებული სითხე სტერილურ ქილებში, ჩადეთ ბოლოკი, გააგრილეთ, დახუფეთ და შეინახეთ დაახლოებით 1 თვე.