კვების რაციონისა და სასმელის ერთმანეთთან შეხამების ეტიკეტი დიდი ხანია არსებობს. მაგალითად, ლოკოკინებს - შამპანურ Blanc de blancs ან Premier cru Chablis-თან ერთად მიირთმევენ. ზღვის პროდუქტების ასორტის - Muscadet sur lie უხდება. ძეხვეულთან ერთად - cru Beaujolais სვამენ. შემწვარ ბატკანს შეგიძლიათ - Medoc, ან კიდევ უკეთესი, Pauillac და St-Julien მიაყოლოთ. ყველი როკფორი - მხოლოდ და მხოლოდ Sauternes-სთან დუეტში ივარგებს. ყველი სტილტონის შეუცვლელი პარტნიორი დაძველებული პორტვეინია; თხის ყველი საუკეთესოა Sancerre-სთან კომბინაციით.
ღვინის შერჩევისას მთავარია ცილოვანი საკვების ფერი გავითვალისწინოთ და სასმელი, სწორედ, ამ ნიშნით შევუხამოთ.
მარტივად მომზადებულ ცხვრის, ღორის, ინდაურის, კურდღლისა და საქონლის ხორცს წითელი ღვინო უნდა მიაყოლოთ.
თევზისა და კვერცხის კერძების უმეტესობასთან თეთრი ღვინო მიირთვით. პარკოსანი კულტურებისგან მომზადებულ კერძებს წითელი ღვინო უხდება.
ხორცის ფერი არ არის ერთადერთი ფაქტორი, რომელიც ღვინის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ. ყურადღება უნდა მიაქციოთ საკვების ცხიმიანობასაც.
მაგალითად, ნოყიერ კერძებთან არომატული, ბლანტი და მაგარი ღვინოები მიირთვით (სასურველია, ქოთანში მომზადებული ნანადირევი სირას ღვინოებს შეუხამოთ). საშუალო სიმძიმის საკვებს საშუალო სიმაგრის ღვინო უხდება (შემწვარ ქათამს - წითელი Bergerac ან თეთრი St-Veran), მსუბუქ კერძებს კი ისეთი მსუბუქი, როგორიცაა Muscadet ან პინო ბიანკოს ღვინოები.
თუ ღვინოს სწორად შეარჩევთ, კერძის გემოსაც სრულფასოვნად შეიგრძნობთ.