საწოლთან ლუდის ქილები ყრია, ცოტაც და შეიძლება თავი გაგისკდეს, პირი გიშრება, საბნიდან გამოძრომის ერთადერთ მცდელობასაც არ აქვს შედეგი . იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ერთმანეთზე ნახევრად მიწებებული შენი თვალის გუგები მზის შუქზე ისე რეაგირებენ, როგორც საშინელებათა ფილმებზე. ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ მრავალფეროვანი ღამე გქონდა და ახლა აუტანელ ნაბახუსევზე ხარ. ხშირად მიფიქრია, როგორი უნდა იყოს საუზმე ნაბახუსევზე? ამ შეკითხვაზე პასუხი არ მქონდა, სანამ კანადურ ბახუსოთერაპიას არ გავეცანი. კანადური „საპახმელიო“ საუზმე პომიდვრის ფაფისგან მზადდება და მისი ერთ-ერთი უცნაურობა ისაა, რომ თან საჭმელია და თან კოქტეილი. გარდა არყისა, რომელიც თურმე „სისხლიან ცეზარს“ (როგორც მას კანადაში ეძახიან) ჯინზე მეტად უხდება, ტომატის ეს მასა ისეთ ინგრედიენტებსაც შეიცავს, რომლებიც ჩანგლით უნდა ჭამო.
მუქი წითელი ფერის ფაფას, ნელ-ნელა ამატებენ წვრილად დაჭრილ ორ ცალ კიტრის მარინადს, ერთ ვასაბის, 40 გრამ შემწვარ ბეკონს, 5-6 ცალ მწვანე ზეთისხილს. გამზადებულ მასას ათავსებენ ყინულით სავსე მაღალ და განიერყელიან ჭიქაში. ინგრედიენტები ერთმანეთში რომ აითქვიფოს, ჭიქა ძლიერად უნდა შევანჯღრიოთ. ამ პროცედურის დასრულების შემდეგ, სოუსებისა და სანელებლების გამოყენების დრო დგება. კოქტეილიც მზად არის.
სიტყვა - ნაბახუსევი მაინცდამაინც კარგ ასოციაციებს არავისში იწვევს. სადღაც ამოვიკითხე კიდეც, რომ ექიმები ამ კონდინციას სიკვდილის წინ განცდილ შეგრძნებებს ადარებენ. დეჰიდრირებული ორგანიზმის მკურნაოლბის თავისებური მეთოდები აქვთ მსოფლიოში.
აფრიკა
აქ, კამეჩის რძის კოქტეილი ნაბახუსევზე გამოსვლის საუკეთესო მეთოდია. რთული წარმოსადგენია, როგორ სვამენ აჭრილ ნაღებს, შავ რომსა და ნაღების კოქტეილს გულისრევის გარეშე, მაგრამ დაგემოვნებას მირჩევნია აფრიკელებს სიტყვაზე ვენდო.
პერუ
პერუელებს გართობა უყვართ. ხმაურიც. ამიტომ ხმაურიანად ერთობიან. მოკლედ, ამ ამბავში გამოცდილი ხალხია და გემოვნებაც შესაბამისი აქვთ. ნაბახუსევზე, თევზის ნივრიან სუპს მიირთმევენ,რომელიც ლაიმასა და ლიმონის წვენითაა გაჯერებული. მომავალ ნაბახუსევზე, რომელიც სავარაუდოდ, რამდენიმე საათში მექნება ამ რცევას გავითვალისწინებ.
ავსტრალია
ავსტრალიელებს უცნაური გმოვნება აქვთ. ისინი, ნაბახუსევზე ვეჯიმაითს მიირთმევენ. ვეჯიმაითი ნუთელასავით სქელი, ყავისფერი პასტაა და გემოთი კოწახურს წააგავს. თქვენ ადგილას, დავფიქრდებოდი და ისე მივიღებდი გადაწყვეტილებას.